ფოტოგრაფი ბუნების წინაშე ადამიანის სიმცირესა და უმწეობას ასახავს
ავტორი: Emma Taggart
ლანდშაფტის ფოტოგრაფი, იტალიელი გუსტავ ვილიტი თავის ფოტოსერიაში – PERAT II დედაბუნების მდუმარებასა და სიდიადეს აღწერს. თითოეულ ფოტოზე, პეიზაჟის ფონზე – დოლომიტის ალპებიდან ისლანდიის ზღვამდე – გამოსახულია ადამიანის სილუეტი, რაც ბუნებასთან შედარებით ადამიანის უსუსურობაზე მეტყველებს.
ყოველ მომაჯადოებელ კადრში არის ადამიანი, რომელსაც ზურგი მაყურებლისთვის მიუქცევია. სუბიექტი ხშირად მთის ძირას ან კლდის პირზეა გადაღებული, რითაც ფოტოგრაფი ხაზს უსვამს პეიზაჟთან შედარებით ადამიანის სიმცირეს. ფოტოებზე ასახულია სიმშვიდე და მდუმარება, რასაც ადამიანები ღია ცის ქვეშ, ულამაზესი პეიზაჟების ხილვისას განიცდიან.
“მთები, რომლებიც უსასრულო ფერთა ჩრდილებითაა გამოსახული, კიდევ ერთ, არსებით, თუმცა უხილავ ელემენტს წარმოაჩენენ. ესაა სიჩუმე. სიჩუმე, რომელიც მნახველს მოუწოდებს, ყური დაუგდოს ბუნებას. მდუმარება ადამიანის ფიგურის არსებობით არ ირღვევა. ფოტოზე სუბიექტით მნახველისთვის ნაცნობი და ადვილად აღსაქმელი გარემო უნდა შეიქმნას, თუმცა ჩემი ფოტოების ეფექტი სრულიად საპირისპიროა. ადამიანის ფიგურა მნახველს კი არ ამშვიდებს, არამედ უმწეობის და უძლურების შეგრძნებას აღუძრავს.
თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი ფოტოგრაფის ვებგვერდზე და ინსტაგრამზე ნახოთ.
ორიგინალი: https://mymodernmet.com/