fbpx

კუბოების დასასრული – ორგანული სამარხი გარდაცვლილს მცენარედ გადააქცევს


გააზიარე სტატია

 

როდესაც საუბარი დაკრძალვის ცერემონიას ეხება, პირველ რიგში მოწყენილობა გვიპყრობს, ამასთან ერთად გვახსენდება კუბოები, საფლავის ქვები, ვრცელი სასაფლაოები…

ეს სრულიად ნორმალური “საგნები” სიკვდილთან და დაკრძალვის პროცესთან ასოცირდება. ამასობაში კი  კომპანია Capsula Mund ახალ მეთოდს ნერგავს, რომელმაც გარდაცვლილი ხედ უნდა გადააქციოს.



როგორ მუშაობს ეს?

ამ ყველაფრის უკან საკმაოდ მარტივი იდეა დგას, პროცესი კი მხოლოდ ხის სასიცოცხლო ციკლს ასახავს. გარდაცვლილი ადამიანის სხეული კომპანიის მიერ დამზადებულ კვერცხის ფორმის კონტეინერში მოთავსდება, რომელიც თესლის მსგავსად იმოქმედებს. ამის შემდეგ კონტეინერი დაიმარხება, მის თავზე კი ხე იქნება მოთავსებული. კაფსულა ბიოდეგრადირებადია და მიწაში თავისით იშლება. მის შიგნით მოთავსებული სხეულიც იწყებს გახრწნას და იმ საკვებ ნივთიერებად გარდაიქმნება, რომლითაც ხე უნდა გამოიკვებოს.

ეს იდეა საშუალებას მისცემს ოჯახის წევრებს, რომ მათმა საყვარელმა ადამიანებმა საუკუნოდ, როგორც ხის ნაწილმა ისე განაგრძონ სიცოცხლე. ეს მეთოდი სასაფლაოს ბევრად უფრო ბედნიერ და ცოცხალ ადგილად გადააქცევს. საფლავის ქვების მწკრივის ნაცვლად წარმოიდგინეთ მემორიალური ტყე, სადაც მეგობრები და ოჯახის წევრები მივლენ, იზრუნებენ ხეებზე და გაატარებენ დროს მათთან, ვინც დაკარგეს.



დასაფლავების პროცესი

კონტეინერი, რომელმაც ტრადიციული კუბო უნდა შეცვალოს, სრულიად ორგანული და ბიოდეგრადირებადია. ხის გაზრდის უზრუნველსაყოფად ადამიანის სხეული საკვებ ნივთიერებებად გადაიქცევა. ეს ყველაფერი თითქოს უცნაურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია.

გარდაცვლილის სხეულის ნაყოფის პოზიციაში მოთავსების შემდეგ,  ხის თესლს ან ნერგს კონტეინერის ქვეშ რგავენ. ხის სახეობა  დამკვეთის გემოვნების მიხედვით იქნება შერჩეული. კუბოების არჩევანის მსგავსად, ხის არჩევანიც ფართოა.



ბიოდეგრადირებადი ურნები ფერფლისთვის

Capsula Mundi ასევე გვთავაზობს ბიოდეგრადირებად ურნას, რომელშიც გარდაცვლილის ფერფლის მოთავსება  იქნება შესაძლებელი.

კონტეინერის მსგავსად,  ფერფლის ურნაც მიწაში უნდა ჩაიმარხოს, მის ზემოთ კი ნერგი იქნება მოთავსებული. დროთა განმავლობაში კაფსულა დაიშლება, რაც ხეს საშუალებას მისცემს მისგან ყველა საკვები ნივთიერება აითვისოს. ამ მეთოდით  ადამიანს საშუალებას ეძლევა სხვა ფორმით გააგრძელოს არსებობა.



მე ვისურვებდი, რომ სიკვდილის შემდეგ ხეში განვაგრძო ცხოვრება, თანაც ამით პლანეტას დავეხმარო. თქვენ რა აზრის ხართ?

ორიგინალი: https://www.disclose.tv/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.