fbpx

ჯეიმს კერვინის საოცარი ფოტოები ბეირუთის არქიტექტურაზე ომის შედეგად მიყენებულ “ნაიარევებს” ასახავს


გააზიარე სტატია

ავტორი: Jessica Stewart


ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მიტოვებული შენობების სულისკვეთებას მათი მსუყე  ფერებისა და არქიტექტურული ხაზების ასახვით გადმოსცემდა. 

ბეირუთში მოგზაურობისას კერვინმა ლიბანის რთული ისტორიის გადმოცემა სცადა. ბეირუთის ორნამენტებიან შენობებზე გაჩენილი ნაიარევები სხვადასხვა ომის შედეგად მიყენებული ჭრილობებია, რომლებიც  ქალაქის ისტორიის განმავლობაში გამოიკვეთა. თავისი ფოტოების საშუალებით კერვინს  ლიბანის დედაქალაქში მივყავართ, რათა საკუთარი თვალით ვნახოთ ბრძოლის ნაკვალევი.


ოდესღაც “შუა აღმოსავლეთის პარიზად” წოდებული ბეირუთის მშფოთვარე წარსულის დანახვა უკვე ნანგრევებშია შესაძლებელი. ორნამენტული თაღები და დელიკატურად მობათქაშებული ნამუშევრები წარმოადგენს ბეირუთს, როგორც ინტელექტუალური და კულტურული დედაქალაქის სტატუსის მქონეს    1943 წლიდან, მას შემდეგ, რაც საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას მოიპოვა. ეს ყველაფერი 1975 წელს, ლიბანის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე შეიცვალა. ათწლეულების მანძილზე გაგრძელებულმა ბრძოლამ 2006 წლის ლიბან-ისრაელის კონფლიქტამდეც მიაღწია.

ომი, რომელიც 34 დღეს გაგრძელდა, განსაკუთრებით დამანგრეველი  იმ ქალაქისთვის იყო, რომელმაც განახლება ლიბანის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 1990 წელს დაიწყო. ამ მოკლე დროში   დაახლოებით 1300 ლიბანელი მოკლეს და დიდად დააზიანეს ბეირუთის ინფრასტრუქტურა. სწორედ ეს კონტექსტი იყო კერვინისთვის საინტერესო, რამდენადაც ფოტოგრაფს აოცებდა ბეირუთის ორმაგი ხასიათი – ერთი მხრივ, ბეირუთი, როგორც კულტურული დედაქალაქი და მეორე მხრივ, როგორც ომისგან გადარჩენილი სივრცე.

სანამ კერვინი ბეირუთისკენ   აიღებდა გეზს, მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ვიზიტის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოკვლევას. “ლიბანთან დაკავშირებით, ერთ-ერთი  მრავალი პოზიტიური ფაქტიდან ნახსენები იყო ისიც, რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში, ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობენ. ამ ქვეყანაში მართლაც საუკეთესო სამზარეულოა… ქვეყნებს შეუძლიათ იმაზე მეტის შეთავაზება, ვიდრე ხალხს ჰგონია, მედია გვაიძულებს, რომ მხოლოდ გარკვეული მიმართულებით ვიფიქროთ”, – აღნიშნავს ფოტოგრაფი. 

ბეირუთში ყოფნის დროს კერვინს შეეძლო ძველ სასახლეებში, ჰამამებში, თეატრებში, სინაგოგებსა და კორპუსებში შესულიყო. მრავალ მათგანს კვლავ იყენებდნენ, ზოგი კი უბრალოდ დაზიანებული იყო. შენობების უმეტესობა მიტოვებული ჩანდა, ზოგი კი აღდგენის პროცესში იმყოფებოდა. 

კერვინი იმედოვნებს, რომ მისი ლიბანში მოგზაურობა ბევრ ადამიანს შთააგონებს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილი მოინახულოს. ”მე მინდა ხალხი შთაგონებული დავტოვო, რათა მათ ახალი ადგილები აღმოაჩინონ და ბრმად არ მისდიონ მასებს. ტურიზმი პლანეტის დიდ ნაწილზე უარყოფით გავლენას ახდენს. შესაძლოა წელს სცადოთ რამე ახალი, არ შეგეშინდეთ”, – ამბობს ფოტოგრაფი.

ორიგინალი: https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.