fbpx

რა გავლენას მოახდენს კორონავირუსი მსოფლიო ეკონომიკაზე


გააზიარე სტატია


ავტორი: Silvia Amaro

 

რამდენადაც ახალი კორონავირუსის გავრცელება გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და ზემოქმედებს ფინანსურ ბაზარზე, ბანკებმა და მთელმა რიგმა ფინანსურმა დაწესებულებებმა 2020 წლისთვის ყველაზე უარესი სცენარი წარმოადგინეს.

“მთლიანი შიდა პროდუქტის გლობალური მაჩვენებელი წელს შესაძლოა სულ რაღაც 1% იყოს”, – განაცხადა IIF-მა გასულ კვირას და ეს იყო იქამდე, სანამ ნავთობზე ფასი დაეცემოდა.

“გლობალური რეცესია გარდაუვალია”, – განაცხადა Rabobank-მა იმ პროგნოზით, რომ მშპ წლის ბოლოს 1,6%-ს მიაღწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკა 2,9%-ით გაიზარდა.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 121 000-ს გადააჭარბა. ვირუსმა, რომელიც გასულ წელს ჩინეთში დაიწყო და მთელ მსოფლიოში გავრცელდა,  ეკონომიკის ყველა სფეროზე მოახდენს გავლენას.

“პოტენციური შედეგების დიაპაზონი ვრცელია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასშტაბის გავრცელება ექნება ვირუსს და რა გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, თუმცა ამ ეტაპზე ეს დეტალები გაურკვეველია,” – განაცხადა IIF-მა თავის ანგარიშში.

გლობალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა მხოლოდ 1%-ს მიაღწიოს, რაც გასული წლის 2,6%-ის შემდეგ დაახლოებით 62%-იან შემცირებას უდრის და სისუსტით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებელს უტოლდება.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა  და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი პროგნოზები მსოფლიო ფინანსური ზრდის შესახებ მკვეთრად შეამცირეს. OECD-ს შეფასებით, წელს გლობალური მშპ იქნება 2.4%, რაც ნოემბერში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით ნაკლებია. Moody’s-ის პროგნოზები მშპ-ის შესახებ 2,4%-იდან 2.1%-მდე შემცირდა.

“ნათელია, რომ შოკი დამატებით შეამცირებს შიდა მოთხოვნას მთელ მსოფლიოში, რაც მრავალ ქვეყანასა და რეგიონში ერთდროულად იმოქმედებს არასავაჭრო აქტივობებზე”, – აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო Moody’s.

“2020 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროდუქტი 2,8%-მდე შემცირდა. 2009 წლის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი შედეგია”, – განაცხადეს  ამერიკის ცენტრალურ ბანკში.

Namura International-ის ეკონომისტების მიხედვით, გლობალური ეკონომიკური რეცესია გარდაუვალი იქნება.


“ეს არანორმალური გლობალური ეკონომიკური ვარდნაა. ყველაზე ეფექტური პოლიტიკური პასუხი არამონეტარული ან ფისკალური პოლიტიკა იქნება”.

ნავთობზე ფასების ვარდნა დამატებით გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან შესაძლოა არ გამართლდეს. 


“შესაძლოა ვირუსი იმაზე ფართოდ გავრცელდეს, ვიდრე ჩვენ ამას ველით, ხოლო თუ ჩვენი მოლოდინები ვირუსის შესახებ გამართლდა, ეკონომიკური ზარალი იმაზე დიდი იქნება, ვიდრე ჩვენ ეს  წარმოგვიდგენია”, – განაცხადეს Capital Economics-ის წარმომადგენლებმა გასულ კვირას.

ნავთობის ფასები გასულ კვირას 20%-ით შემცირდა – 1991 წლის შემდეგ ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელია. რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის არსებული კონფლიქტის გამო წარმოების შემცირებამ შეიძლება გაზარდოს დამატებითი ზეწოლა გლობალურ ეკონომიკაზე და შემდგომი დაღმასვლა გამოიწვიოს.

ნავთობზე ფასების ვარდნა კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს მშპ-ზე, რადგანაც მწარმოებლები ამის გამო კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიდრე მომხმარებლები. ამის  შესახებ კვლევითმა დაწესებულებამ TS Lombard-მა განაცხადა.

ათანასია კოკინოგენი, ევროპის კვლევითი ფირმის, Duckier Frontier-ის უფროსი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ”ნავთობის ფასების შემცირება წარმოქმნის გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს იმისდა მიხედვით, არის თუ არა ქვეყანა ნავთობის იმპორტიორი ან ნავთობის ექსპორტიორი. ამასთან, კორონავირუსის მიერ გამოწვეული შედეგები უარყოფით გავლენას მოახდენს ნავთობის იმპორტიორებისთვის, მაგრამ ეს გაამძაფრებს ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს ნავთობის ექსპორტიორებისთვისაც”.

ორიგინალი: https://www.cnbc.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.