fbpx

სალვადორ დალის ნახატები, რომლებიც აქამდე არავის უნახავს


გააზიარე სტატია



ავტორი: Sara Barnes 

ხელოვნების ისტორიაში სალვადორ დალი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ფიგურაა. სიურეალისტური აღქმითა და მისი ყველაზე უკვდავი მოტივით – გამდნარი საათებით ცნობილი ექსცენტრიკული შემოქმედი გატაცებული იყო სკულპტურით, კინემატოგრაფიითა და ფოტოგრაფიით. Taschen-ის მიერ ახლად გამოცემულ წიგნში იხილავთ დალის აქამდე უცნობ გენიალურ ნამუშევრებს სრულყოფილ ანალიზთან ერთად.



752-გვერდიანი წიგნი დეშარნისა და ნერეტის მრავალწლიანი კვლევის შედეგია. მათ აღმოაჩინეს დალის ის ნამუშევრები, რომლებიც წლების განმავლობაში შეუმჩნეველი იყო. ამ  წიგნში გამოქვეყნებულ ნახევარზე მეტ ნახატს მკითხველი პირველად ნახავს.



წიგნი იმაზე უფრო დიდ როლს ასრულებს, ვიდრე უბრალოდ დალის ნახატების დემონსტრირებაა. ავტორებმა დალის ნამუშევრები დაუკავშირეს მის კვლევებს ბალეტის, რეკლამის, მოდისა და სხვა მრავალი თემის შესახებ. ამის გამო პუბლიკაცია  დალის ნახატების ანალიზის საშუალებასაც იძლევა.

 

გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში მოცემულია, თუ როგორ იქცა დალი დალიდ. ჯერ კიდევ უცნობმა ხელოვანმა მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა და სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობა (პუანტილიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი) გამოსცადა, ბაძავდა იმ ტენდენციებს, სანამ მათ ირონიზებას და უარყოფას დაიწყებდა. გამოცემის მიხედვით, მეორე ნაწილი “ავლენს დალის ხანგრძლივი გამოკვლევების დასკვნებს” და იკვლევს მის მხატვრულ მემკვიდრეობას.


ორიგინალიhttps://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.