fbpx

ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ


გააზიარე სტატია

მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის ცოლს, რიტაუილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ ტომმა და რიტამ ინსტაგრამზე დაწერეს.

თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა”, – ეწერა მსახიობს პოსტში.

ჰოლივუდის ერთერთი ყველაზე გავლენიანი წყვილი ამჟამად ავსტრალიის ერთერთ საავადმყოფოში იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი ავსტრალიაში გადაღებებზე იმყოფებოდნენ, ისინი ელვი პრესლის შესახებ ფილმში თამაშობენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.