დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
პრეზიდენტმა ტრამპმა კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც სხვა ზომებთან ერთად გარკვეული კანონებისა და რეგულაციების დროებით შეჩერებას გულისხმობს.
დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა ახალი ზომების შესახებ, რომლებიც კორონავირუსთან საბრძოლველად გატარდებოდა ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ. თეთრ სახლში ტრამპის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების კვალდაკვალ, პანდემიასთან საბრძოლველად გამოიყოფა 50 მილიარდი დოლარი. ასევე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს ეძლევა უფლებამოსილება გარკვეული კანონებისა და რეგულაციების უფლებამოსილება იმისთვის, რომ უზრუნველყოს ვირუსის შეკავება და ინფიცირებული პაციენტების სათანადო მკურნალობა.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში:
1. 50 მილიარდი დოლარის გამოიყოფა სიტუაციასთან გასამკლავებლად.
2. მთავრობა დაიწყებს კერძო სექტორთან თანამშრომლობას საგანგებო რეჟიმში, რომ გაზარდოს მოქალაქეთა ტესტირების მოცულობა, რაც აქამდე ვერ მოხერხდა.
3. სამედიცინო მომსახურების კომპანიების მოქნილობის გასაზრდელად ჯანდაცვის დეპარტამენტს ეძლევა უფლებამოსილება გაამარტივოს სამედიცინო მომსახურების წესები და რეგულაციები.
4. ახალი გეგმით მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ონლაინ-ვიზიტებით სარგებლობა, რაც საშუალებას მისცემს პაციენტებს პირველადი დიაგნოსტიკა მაინც ონლაინ კონსულტაციის სახით გაიარონ – საავადმყოფოებსა და კლინიკებში მიუსვლელად.
5. Google-თან თანამშრომლობით შეიქმნება პირველადი “დიაგნოსტიკის” ვებ გვერდი, კითხვ-პასუხის მიხედვით სისტემა დაადგენს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსის სიმპტომები.
1,051 total views, 1 views today