fbpx

ბერლინის ფილარმონია უფასოდ გიწვევთ ციფრულ საკონცერტო დარბაზში


გააზიარე სტატია

 

კორონავირუსის გამო ბერლინის ფილარმონია 19 აპრილამდე დაიხურა. თუმცა, ორკესტრი თქვენთვის დაკვრას ციფრულ საკონცერტო დარბაზში გააგრძელებს. ბერლინის ფილარმონია უფასოდ გიწვევთ ვირტუალური საკონცერტო დარბაზის მოსანახულებლად.

“ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინიციატივით შევძლებთ სიამოვნება მივანიჭოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ჩვენ უკვე გვენატრება ჩვენი მაყურებელი და იმედი გვაქვს, რომ

ამ ფორმით ვირტუალურად მაინც დავრჩებით ერთმანეთთან კონტაქტში,” განაცხადა ორკესტრის მთავარმა ჩელისტმა და მედია ბორდის თავმჯდომარემ ოლაფ მანინგერმა.

 

როგორ მივიღოთ უფასო დასწრების ბილეთი?

უნდა შეხვიდეთ ციფრული საკონცერტო დარბაზის ბილეთების გვერდზე და კოდით BERLINPHIL მიიღოთ ციფრული საკონცერტო დარბაზის უფასო 30-დღიანი ბილეთი.

ბილეთის გაუქმება აუცილებელი არ არის, ხოლო კოდის გააქტიურებას 31 მარტამდე შესძლებთ.

თუ ჯერ არ ხართ ციფრული საკონცერტო დარბაზის მომხმარებელი, დაგჭირდებათ რეგისტრაციის გავლა.

 

რას მოიცავს უფასო შეთავაზება?

ციფრული საკონცერტო დარბაზი მოიცავს ათი წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვილ 600 საორკესტრო კონცერტს, მათ შორის 15 კონცერტს ახალი მთავარი დირიჟორის

კირილ პეტრენკოს ხელმძღვანელობით. ასევე, ბონუს ვიდეოებს – დოკუმენტური ფილმების, ორკესტრის ისტორიისა და საგანმანათლებლო პროგრამების სახით.

1,602 total views, 3 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.