fbpx

ფოტოგრაფია როგორც ფერწერა: ლეონარდ მისონის შთამბეჭდავი ნამუშევრები


გააზიარე სტატია

ბელგიელი ფოტოგრაფი ლეონარდ მისონი (1870-1943) ამ სფეროს აღმოჩენამდე  ინჟინერი გახლდათ. მან არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იმოგზაურა, რათა მხატვრული ფოტოგრაფიის სტილით ევროპის პეიზაჟები და ადამიანები აღებეჭდა.

ფოტომასალა რბილი და ფერწერული სცენებით ხასიათდება. ისინი ალტერნატიული ბეჭდვის საშუალებით, ე.წ. Gum bichromate-თი შეიქმნა და ამ პროცესში ზეთის მასალაც არის გამოყენებული. ამ სტილის მიმდევარი ფოტოგრაფები მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ცდილობდნენ საკუთარი საქმიანობის სფერო ხელოვნების ისეთი დარგების დონეზე აემაღლებინათ, როგორებიცაა ფერწერა და ქანდაკება.

“ცა ლანდშაფტის გასაღებია”, – განაცხადა მისონიმ. ეს ფილოსოფია მის ნამუშევრებში შესამჩნევია, რადგან ისინი ხშირად დილის ნისლით, ღრუბლებით ან მზის სხივებითაა გაჯერებული. ლეონარდი გამოირჩეოდა დრამატული მიმართულებით – შუქში კადრების დაფიქსირებით, რომლებშიც ობიექტები უკანა მხრიდანაა განათებული და ამით იქმნება ჰალო ეფექტი.

იხილეთ ფოტოგრაფიის შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომელთა  გარჩევა ფერწერისგან საკმაოდ რთულია:

ორიგინალი: https://alk3r.wordpress.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.