fbpx

ჩვენს პლანეტას შესაძლოა სხვა მთვარეც ჰყავდეს, ოღონდ შედარებით პატარა


გააზიარე სტატია

”დედამიწას ჰყავს ახალი დროებითი ობიექტი / შესაძლო მინიმთვარე, სახელწოდებით 2020 CD3”, – წერს კაკპერ ვიერსკოზი, ასტრონომი და თვითგამოცხადებული “კომეტების მონადირე”  Catalina Sky Survey-ში. ”15 თებერვლის ღამეს მე და ჩემმა კოლეგამ ტედი პრუინმა აღმოვაჩინეთ მე-20 სიდიდის ობიექტი”.

NASA-ს მიერ დაფინანსებული Catalina Sky Survey-ის ასტრონომთა ჯგუფი ეჭვობს, რომ არსებობს პატარა ასტეროიდი, რომელიც ჩვენი პლანეტის გრავიტაციაშია “დაჭერილი”. აღმოჩენა დადასტურდა, როდესაც საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მცირე პლანეტების ცენტრმა  (MPC)  სამშაბათს განაცხადა, რომ დედამიწას ჰყავს ახალი “დროებითი დაჭერილი ობიექტი”.

ვიერსკოზის თანახმად, კომეტა დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით სამი წლის წინ შევიდა. მისი დიამეტრი 1.9-დან 3.5 მეტრამდეა და მიუხედავად მცირე ზომისა, ”ეს მნიშვნელოვანი საქმეა –  დაახლოებით 1 მილიონი ცნობილი ასტეროიდიდან  ეს მხოლოდ მეორე ასტეროიდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე აღმოჩნდა”.

პირველი ასტეროიდი “RH120” ჩვენი პლანეტის გარშემო Catalina Sky Survey-მ 2006 წელს აღმოაჩინა. მას ისეთივე  დიამეტრი ჰქონდა, ორბიტაზე 18 თვის განმავლობაში დარჩა და 2008 წელს  “მცირე პლანეტის აღნიშვნამიენიჭა.

ასტრონომები ცდილობენ, რომ მეტი გაიგონ ან უჩვეულო კოსმოსური ასტეროიდის შესახებ. ”შემდგომი დაკვირვებები და დინამიკური კვლევები წახალისებულია,” – წერს MPC თავის განცხადებაში.

https://futurism.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.