fbpx

5 კარგი ამბავი კორონავირუსზე


გააზიარე სტატია

კორონა ვირუსი პირველად ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს. მას შემდეგ თითქმის სამი თვე გავიდა და ვირუსის ეპიცენტრმა ჩინეთიდან შუაგულ ევროპაში გადაინაცვლა. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა უკვე მსოფლიოს 155 ქვეყანაში შეაღწია და ჯამში 160 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი დღეს ჩვენი პლანეტის მთავარ გამოწვევად იქცა და მნიშვნელოვნად დააზარალა მსოფლიო ეკონომიკაც, ყოველდღიურად ვიგებთ პოზიტიურ, ზოგჯერ გულისამაჩუყებელ ამბებსაც, რაც იმედს გვიტოვებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

ამ სტატიაში მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარ კარგ ამბებზე მოგიყვებით: 

 

 

  • საქართველოში პირველი ორ პაციენტს კორონავირუსი აღარ უფიქსირდება 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ორივე ჩატარებული ტესტით კორონავირუსი აღარ უფიქსირდება, ხოლო მეორეს პირველი ტესტით უკვე დაუდასტურდა, რომ ის აღნიშნული ვირუსისგან თავისუფალია.  

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 50 წლის მამაკაცმა ირანში იმოგზაურა, სამშობლოში დაბრუნებულს კი საზღვარზე საეჭვო სიმპტომები აღმოუჩინეს. 

 

  • ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებამ საგრძნობლად იკლო 

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ კორონავირუსის ეპიცენტრი ჩინეთი, ქალაქი ვუჰანი იყო, სადაც ვირუსი 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა და მოგვიანებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. 

ამ დრომდე ჩინეთში კორონავირუსის ყველაზე ბევრი, ჯამში 80 800 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა, კარგი ის არის, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების გამოვლენამ საგრძნობლად იკლო. 

გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსი მხოლოდ 11 ადამიანს დაუდგინდა.

 

  • ნიდერლანდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს 

გუშინ, 15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული აღმოაჩინეს.

ანტისხეული უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა შესაძლოა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს ვირუსის ვაქცინის შესაქმნელად. 

 

  • ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ბოლო ეტაპზე არიან 

ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ბოლო ეტაპზე არიან. 

ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის მეცნიერების მინისტრმა გაავრცელა 28 თებერვალს.  მინისტრის თქმით, ვაქცინის შექმნას დაახლოებით კიდევ სამი კვირა სჭირდებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ  გალილეის კვლევითი ინსტიტუტის მიერ დამზადებული ვაქცინა ძალიან მალე შესაძლოა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

 

  • იტალიაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს ამხნევებენ 

და ბოლოს, ასეთ რთულ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების თვითშეგნებაც და ერთმანეთის გვერდში დგომის უნარიც. 

ცოტა ხნის წინ გულისამაჩუყებელი ვიდეო გავრცელდა, როგორ ამხნევებენ თვითიზოლაციაში მყოფი იტალიის მოქალაქეები ერთმანეთს: 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.