ოლგა კურილენკოს კორონავირუსი დაუდგინდა
გააზიარე სტატია
ჯეიმს ბონდისა და Hitman-ის ვარსკვლავს, მსახიობ ოლგა კურილენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობმა თავის ფანებს ინსტაგრამის საშუალებით შეატყობინა.
მსახიობი ფანებს მოუწოდებს, კორონავირუსს სიფრთხილით მოეკიდონ და მაქსიმალურად ეცადონ გარეთ არ გავიდნენ.
“მას შემდეგ რაც კორონავირუსი დამიდგინდა, თვითიზოლაციაში ვიმყოფები. თავს გაუფრთხილდით და სერიოზულად მოეკიდეთ ამ თემას”, – წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ასევე მსახიობებს, ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონსაც დაუდგინეს.


