fbpx

12 ცნობილი მუზეუმი, რომლებიც ვირტუალურ ტურებს გთავაზობენ


გააზიარე სტატია

 

თვითიზოლაციასა და კარანტინში ყოფნა ხშირად რთულია, რადგან  2 კვირის განმავლობაში საკმარისი საკვებითა და მარაგებით უნდა იყოთ უზრუნველყოფილი.  გარდა ამისა, გართობის თვალსაზრისით, ის ხშირად მოწყენილობას იწვევს – საჯარო თავშეყრის ადგილებში ყოფნა რეკომენდებული არ არის, ამიტომ გვიწევს ინტერნეტითა და Netflix-ის ყურებით გავირთოთ თავი.

Google Arts & Culture-მ მთელი მსოფლიო გარშემო  500 მუზეუმი და გალერეა გააერთიანა,  რათა ცნობილი მუზეუმების ვირტუალური ტურები შეექმნათ – ახლა უკვე შეგიძლიათ, ცნობილი ექსპონატები ისე დაათვალიეროთ, რომ კომფორტული საწოლიდან არც ადგეთ.

Google Arts & Culture-ს კოლექცია მოიცავს ბრიტანულ მუზეუმს ლონდონში, ვან გოგის მუზეუმს ამსტერდამში, გუგენჰაიმის მუზეუმს ნიუ-იორკში და ასობით სხვა ადგილს, სადაც ხელოვნების, ისტორიისა და მეცნიერების შესახებ ცოდნის მიღება შეგიძლიათ.

წარმოგიდგენთ 12 საუკეთესო მუზეუმს, რომლებიც ონლაინ ტურებსა და გამოფენებს გთავაზობენ. თუ ეს თქვენთვის საკმარისი არ იქნება, მაშინ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერა ყოველ საღამოს, 7:30 საათზე (თბილისის დროით დილის 03:30 საათი) უფასო ციფრულ შოუებს შემოგთავაზებთ, 16 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით.

 

British Museum, ლონდონი

ლონდონის გულში მდებარე ეს მუზეუმი  ვირტუალურ ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ეწვიონ  Great Court-ის და აღმოაჩინონ უძველესი როზეტას ქვა და ეგვიპტური მუმიები. მუზეუმის ვირტუალურ ტურზე ასევე ასობით    არტეფაქტს შეხვდებით.


Guggenheim Museum, ნიუ-იორკი

გუგლის  “Street View”  ფუნქცია ვიზიტორებს გუგენჰაიმის ცნობილი სპირალური კიბის მონახულების საშუალებას აძლევს. აქ შეხვდებით ხელოვნების წარმოუდგენელ ნამუშევრებს იმპრესიონისტული, პოსტ-იმპრესიონისტული და თანამედროვე ეპოქებიდან.


National Gallery of Art,  ვაშინგტონი, D.C.

ეს ცნობილი ამერიკული მუზეუმი ორ ონლაინ გამოფენას  გვთავაზობს. პირველი ამერიკულ მოდას, კერძოდ, კოლონიური და რევოლუციური ხანის სამოსს მოიცავს 1740-დან 1895 წლამდე. მეორე კი ჰოლანდიელი ბაროკოს მხატვრის, იოჰანეს ვერმეერის ნამუშევრების კოლექციაა.

 

Musée d’Orsay, პარიზი

ვირტუალურად იმოგზაურებთ იმ გალერეაში, რომელიც  1848-1914 წლებში მოღვაწე ფრანგი მხატვრების – კლოდ მონეს, პოლ სეზანის, პოლ გოგენის და სხვათა  – ცნობილ ნამუშევრებს მოიცავს.


National Museum of Modern and Contemporary Art, სეული

კორეის ერთ-ერთი პოპულარულ მუზეუმის დათვალიერება  მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ – აღმოაჩინეთ  კორეისა და მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრები, რომლებიც 6 სართულზეა განლაგებული.


Pergamon Museum, ბერლინი

ეს ისტორიული მუზეუმი უამრავი უძველესი არტეფაქტის სახლია, მათ შორისაა ბაბილონის იშთარის კარიბჭე და, რა თქმა უნდა, პერგამონის საკურთხეველი.

 

Rijksmuseum, ამსტერდამი

დაათვალიერეთ ჰოლანდიური ოქროს ხანის შედევრები, მათ შორის – ვერმერისა და რემბრანტის ნამუშევრები. 

 

Van Gogh Museum, ამსტერდამი

ყველას, ვინც ამ ტრაგიკული და ინტელექტუალური მხატვრის გულშემატკივარია, შეუძლია მისი ნამუშევრები ახლო (ან  თითქმის ახლო) მანძილზე იხილოს. კოლექცია ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებს, მათ შორის, 200-ზე მეტ ნახატს, 500 ნახაზსა და 750-ზე მეტ პირად წერილს მოიცავს.

 

The J. Paul Getty Museum, ლოს-ანჯელესი

ევროპული ნამუშევრები, რომლებიც მე-8 საუკუნითაც თარიღდება – დაათვალიერეთ ვირტუალურად ფერწერის, ნახატების, ქანდაკებების, ხელნაწერებისა და ფოტოების უზარმაზარი კოლექცია.

 

Uffizi Gallery, ფლორენცია

ეს ნაკლებად ცნობილი გალერეა მოიცავს მედიჩების დინასტიის ხელოვნების კოლექციას. შენობა 1560 წელს ჯორჯო ვაზარიმ სპეციალურად კოზიმო I მედიჩისთვის შექმნა, მაგრამ დღეს მისი დარბაზების დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია.

 

MASP, სან პაულო

Museu de Arte de São Paulo  არამომგებიანი  ბრაზილიის პირველი თანამედროვე მუზეუმი.  პერსპექსის ჩარჩოებში მოთავსებული ნამუშევრები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის,  თითქოს ისინი ჰაერში ლივლივებენ.

 

National Museum of Anthropology, მექსიკა

შენობა 1964 წელს აშენდა და  მუზეუმი ეძღვნება მექსიკის წინა ესპანური მემკვიდრეობის არქეოლოგიასა და ისტორიას. აქ შეხვდებით 23 საგამოფენო ოთახს, რომლებიც სავსეა უძველესი არტეფაქტებით, მათ შორის, მაიას ცივილიზაციიდან. 

სამწუხაროდ, ყველა პოპულარული ხელოვნების მუზეუმი და გალერეა ვერ მოხვდა Google Arts & Culture-ს კოლექციებში, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა უკვე შემოგვთავაზა ონლაინ ტურები. მეტის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს. 

ორიგინალი: https://www.travelandleisure.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.