fbpx

რას გვირჩევენ იტალიელები – “გაფრთხილებები მომავლიდან” 10 დღის შემდეგ


გააზიარე სტატია


როდესაც იტალიურმა მედიამ კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი ამბებით მოსახლეობის ინფორმირება დაიწყო, ოლმო პარენტიმ, ისევე, როგორც იტალიის სხვა მოქალაქეებმა, პანდემიის საფრთხე სერიოზულად არ მიიღეს. “მე და ჩემი მეგობრები თითქმის დავცინოდით კიდეც იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხს სერიოზულად აღიქვამდნენ”, – განაცხადა ახალგაზრდა რეჟისორმა ოლმო პარენტიმ. 

სულ რამდენიმე დღის შემდეგ პარენტიმ იგრძნო, რომ რეალობის განსხვავებულ ვერსიაში – დისტოპიაში ცხოვრობდა. დადებითი პასუხის მქონე შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მთელი ქვეყანა ჩაიკეტა და ეკონომიკა განადგურდა. 

COVID-19 პაციენტებით გადატვირთული საავადმყოფოები იძულებულნი იყვნენ მიეღოთ შეუძლებელი პრაგმატული გადაწყვეტილებები: რომელი კრიტიკული პაციენტები მიიღებდნენ სიცოცხლის გახანგრძლივების ხელოვნურ ვენტილაციას მაშინ, როდესაც სხვები სიკვდილისთვის განწირულები იყვნენ? 

ოლმო და  მისი მეგობრები იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ მათ სერიოზულად არ შეაფასეს სიტუაცია, ამ პერსპექტივამ კი შესაძლოა ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. “ჩვენ ვკითხულობდით ახალ ამბებს  აშშ-ს, ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის შესახებ, რომლებშიც ისეთივე ნელი პროგრესი იყო კორონასთან დაკავშირებით, როგორიც ჩვენთან. გადავწყვიტეთ, დანაშაული რამენაირად გამოგვესყიდა”.

კინემატოგრაფიული კოლექტივის სხვა წევრებთან ერთად, პარენტიმ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კარანტინში გადაეღოთ ვიდეოები. “ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ კამერასთან პირველ პირში  ესაუბრათ და საკუთარი თავისთვის რჩევები მიეცათ წარსულის გამოცდილების საფუძველზე”. 

 

შედეგად მიღებული ფილმი, სახელწოდებით “10 დღე”, მოიცავს   შეშინებული იტალიელების უამრავ მესიჯს. ვიდეოები ისე გამოიყურება, როგორც გაფრთხილებები მომავლიდან. პარენტის მსგავსად, სხვა ადამიანებმა, რომლებმაც საკარანტინო ვიდეოები ჩაწერეს, თავიანთი თავი გალანძღეს შესაბამისი ზომების (თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცია და ა.შ.) მიუღებლობის გამო. 

“ეს ისეთი სისულელე არ არის, როგორიც შენ გეგონა”, – ამბობს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი.

კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ნიღაბი უკეთია, აღიარებს, რომ ადრე ნიღბიან ხალხს დასცინოდა. ”ყველაზე ცუდი სცენარი არის ზუსტად ის, რაც მოხდება,”- დასძენს იგი.

სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში საკარანტინო წესების დაცვას უსვამს ხაზს და თავის ვიდეოში მოზარდი აშკარა ფაქტს გვიცხადებს: ”ამჟამად ჩვენი ასაკის ბავშვები ინტუბირებულ და ინტენსიურ მკურნალობას გადიან.”

 

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ შეერთებული შტატები მხოლოდ 10 დღით ჩამორჩება იტალიაში პანდემიის სიმძიმის დონეს. ქირურგის,  ჯერომ ადამსის თქმით, ჩვენ გადამწყვეტი მნიშვნელობის ეტაპზე ვართ და ახლა ის დროა, რომ მოვემზადოთ იმისთვის, რაც წინაა.

“შეცდომების კარგი მხარე ისაა, რომ შენ სხვებისგანაც შეგიძლია ისწავლო – ამიტომ, ისწავლეთ ჩვენგან და შეაფასეთ ეს საფრთხე სათანადოდ”.

შაბათს იტალიაში 21 157 შემთხვევა დაფიქსირდა,  კვირას კი 24 747 გახდა – რეკორდული ზრდა ერთ დღეში. იტალიაში ბოლოს   გარდაცვალების 368 ახალი შემთხვევა აღირიცხა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 1809 გახდა.

ციტატა: https://www.theatlantic.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.