fbpx

5 ქართული კომპანია ქსოვილისგან დამზადებულ პირბადეებს გვთავაზობს


გააზიარე სტატია


ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პირბადეებზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც,  ერთი მხრივ, ფასების მატება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი დეფიციტი გამოიწვია.  

სწორედ ამიტომ რამდენიმე  კომპანიამ მომხმარებლებს ნაჭრისგან დამზადებული პირბადეები შესთავაზა, რომელთა გამოყენებაც სათანადო დამუშავების პირობებში რამდენჯერმე არის შესაძლებელი.


Dorra Atelier • ატელიე დორრა

მომხმარებლებს ბამბის ქსოვილისგან დამზადებულ პირბადეებს სთავაზობს, რომელთა ღირებულება 3 ლარია. კორპორაციული შეკვეთების დროს შესაძლებელია პირბადეზე სასურველი სიტყვისა და ლოგოს ამოქარგვა.
მოქმედებს საკურიერო მომსახურება. 


შავი პირბადე

პირბადე ჰიპოალერგიული და ანტიმიკრობულია, შედგება სამი შრისგან. მისი გამოყენება რეკომენდებულია 8-12 გარეცხვამდე, 30° c წყალში.
პირბადის ღირებულება 8 ლარია და შეძენა შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი:

  • თბილისი, წერეთლის N1, ტელ: 557 94 26 26
  • თბილისი, ჭავჭავაძის N37, ტელ: 593 08 00 44
  • ბათუმი, კ. გამსახურდიას N19, ტელ: 574 40 11 10


Face Mask

ჰიპოალერგიულ, მრავალჯერად პირბადეებს გვთავაზობს. პირბადეზე სასურველი პრინტის დატანაა შესაძლებელი და მათი ღირებულება  8 ლარიდან იწყება.
მოქმედებს საკურიერო მომსახურება.

 

ხელნაკეთი  პირბადეები

დამზადებულია ნატურალური ქსოვილისაგან, შიდა მხარეს მოთავსებულია სამედიცინო მარლა.  პირბადის ღირებულება 3 ლარია და მიწოდება შესაძლებელია ნებისმიერ მეტროსთან.

 

Broli • ბროლი

გვთავაზობს 100%-იანი ბამბით დამზადებულ პირბადეებს, რომელთა ღირებულება 3 ლარია.
მოქმედებს საკურიერო მომსახურება. 

 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რჩევების მიხედვით, პირბადეები იმ ადამიანებმა უნდა ატარონ, რომლებსაც დაავადებულების მოვლა უწევთ, ან თავად აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

პირბადეების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ადამიანთა თავშეყრის ადგილებში ან დახურულ სივრცეში, სადაც დასნებოვნებული ადამიანი იმყოფება. ნიღაბი მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სახეს და პირთან ერთად ცხვირსაც ფარავდეს. ნიღბის არასწორად გამოყენებამ შესაძლოა,  შემცირების ნაცვლად, დასნებოვნების რისკი გაზარდოს, რამდენადაც ადამიანი პირბადის გასწორების მიზნით, ხშირად ეხება სახეს, მეორე მხრივ კი,  იქმნება უსაფრთხოების ილუზია, რა დროსაც, სხვა წესების უგულებელყოფა ხდება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.