fbpx

TBILISI OPEN AIR 2020  26-28 ივნისს გაიმართება


გააზიარე სტატია

ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი – TBILISI OPEN AIR წელს 26-28 ივნისს გაიმართება. ოთხი სცენა, 50-ზე მეტი არტისტი, მათ შორის ჰედლაინერები: APPARAT, LP, SHE WANTS REVENGE, POLO&PAN, KONSTANTIN, ROBAG WRUHME, PETRE INSPIRESCU, მწვანე ოთახი, BADFORD FALLS თავს ფესტივალის უცვლელ მისამართზე – ლისი ვანდერლენდში იყრიან. 

აბონემენტების გაყიდვა 17 მარტს იწყება. 7 აპრილის ჩათვლით ფესტივალის სამივე დღეზე დასასწრები აბონემენტის ღირებულება 125 ლარს შეადგენს, რაოდენობა შეზღუდულია. თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. 8 აპრილიდან დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვა და აბონემენტის ღირებულება გაიზრდება.  აბონემენტების შეძენა შესაძლებელია მისამართზე – tkt.ge/OpenAir და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროებში.

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ის დღემდე რჩება ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ კულტურულ მოვლენად, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის – 5,000-მდე ტურისტი. 

TBILISI OPEN AIR 2020-ის მთავარი სცენა, ტრადიციულად, 18:00 საათიდან გაიხსნება. ამ სცენაზე ისეთი არტისტების მოსმენას შეძლებთ, როგორებიცაა: APPARAT, LP, SHE WANTS REVENGE, POLO&PAN, მწვანე ოთახი, BADFORD FALLS და სხვა. 

EYE STAGE ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც Tbilisi Open Air-ს 2018 წელს შემოუერთდა. წელს EYE STAGE-ზე  მოუსმენთ უცხოელ და ადგილობრივ არტისტებს: PETRE INSPIRESCU-ს, ROBAG WRUHME-ს, JENNIFER CARDINI-ს, KONSTANTIN-ს, გიო შენგელიას, SEVDA-ს და სხვა.  

GARDEN STAGE Psytrance სცენაა, რომელიც მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. GARDEN STAGE-ის ჰედლაინერები არიან – ACE VENTURA, FUNGUS FUNK, GASPARD.

აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის სცენას წელს LENO STAGE POWERED BY SINGER ეწოდება.  LENO STAGE-ზე ისეთ ქართულ ბენდებსა და არტისტებს მოუსმენთ, როგორებიც არიან: APRILEE & BACHO SVANIDZE, AFTERNOON VERSION, OUTSIDER, LUA, YOUNG GEORGIAN LOLITAZ, LADY HEROINE, SEXY BYCICLE, LOUDSPEAKERS და 2020 წლის Newcomers-ს, რომელიც რამდენიმე კვირაში გამოვლინდება. 

„იმედს ვიტოვებთ, რომ ივნისამდე დავამარცხებთ COVID-19-ს, უკან მოვიტოვებთ ამ რთულ პერიოდს და ერთად მოვუსმენთ ჩვენს საყვარელ არტისტებს Lisi Wonderland-ში. აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ფესტივალის ჩატარების თარიღები და მივიღოთ საჭირო ზომები“, – აღნიშნულია ფესტივალის ოფიციალურ განცხადებაში. (ფესტივალის თარიღების შეცვლის შემთხვევაში,  TKT.GE და Tbilisi Open Air შემოგთავაზებთ არჩევანს: თქვენ შეძლებთ ან სრულად დაიბრუნოთ თანხა, ან შეინარჩუნოთ ბილეთი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ. იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალის თარიღები არ შეიცვლება, შეძენილი ბილეთების დაბრუნება, ან გადაცვლა შესაძლებელი აღარ იქნება). 

 

LP – 26 ივნისი

ცნობილი ამერიკელი ავტორ-შემსრულებელი LP TBILISI OPEN AIR 2020-ს მთავარი ჰედლაინერია. LP, ამერიკელი ავტორ-შემსრულებული, რომელსაც გამოცემული აქვს ხუთი ალბომი და სამი EP. 2015 წელს გამოშვებული სიმღერა, LOST ON YOU დღემდე მუსიკალური ჩარტების ლიდერია. LP-ს ისეთი ცნობილი მომღერლებისთვის აქვს დაწერილი სიმრერები, როგორრებიცაა:  CherRihanna, the Backstreet Boys, Christina Aguilera, Celine Dion და სხვა. 

Muddy Waters 2015 წელს გამოშვებულ ალბომში LOST ON YOU პირველი სიმღერაა, სწორედ ეს სიმღერა არის ნეტფლიქსის სერიალის, Orange Is The New Black ერთ-ერთი საუნდტრეკი. LP LGBTQ თემის წარმომადგენელია, ის ყოველთვის ღიად საუბრობს თავის იდენტობაზე. 

 

APPARAT – 27 ივნისი

Apparat გერმანელი მუსიკოსის, საშა რინგის პროექტია. APPARAT-ს 6 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი, ამ დროისთვის ბოლო, LP5 2019 წელს გამოვიდა. საშა რინგმა 2009 წელს ცნობილ გერმანულ დუოსთან, Modeselektor-თან დაიწყო კოლაბორაცია და პროექტი Moderat შექმნა. 

Apparat-ის ტრეკი Goodbye, რომელიც Soap&Skin-თან ერთად ჩაიწერა, არტისტის ერთერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. Goodbye ისეთი სერიალების საუნდტრეკადაა გამოყენებულია, როგორებიცაა Breaking Bad და Dark.  Apparat-ის რიგით მეხუთე ალბომი, LP5 2020 წლის Grammy-ს დაჯილოებაზე წლის საუკეთესო Dance/Electronic კატეგორიაში იყო ნომინირებული. 

 

SHE WANTS REVENGE – 27 ივნისი

SHE WANTS REVENGE ამერიკული პოსტ-პანკ რივაივალ ბენდი, რომელიც 2004 წელს შეიქმნა. ჯგუფმა პირველი ალბომი, SHE WANTS REVENGE 2006 წელს გამოუშვა, რომელსაც მალევე მოჰყვა სამი სინგლი (THESE THINGS – ვიდეო, სადაც ჯგუფის წევრებთან ერთად ჯგუფი GARBAGE-ს ვოკალისტი, შირლი მენსონი მონაწილეობს), OUT OF CONTROL და TEAR YOU APART (ვიდეო, რომლის რეჟისორი ოსკაროსანი მსახიობი, ხოაკინ ფენიქსია). 2007 წელს გამოვიდა ბენდის მეორე ალბომი, THIS IS FOREVER, 2001 წელს კი მესამე სტუდიური ალბომი – VALLEYHEAT. SHE WANTS REVENGE-ს გამოშვებული აქვს ასევე ორი EP.   ვიდეო სიმღერაზე, TAKE THE WORLD ჯგუფის დამფუძნებელმა წევრმა, ადამ ბრევინის გადაიღო. SHE WANTS REVENGE-ს გამორჩეული ნამუშევარი, TEAR YOU APART ცნობილი ამერიკული სერიალის, AMERICAN HORROR STORYს-ს საუნდტრეკია. 

SHE WANTS REVENGE ტურებზე ისეთ ცნობილ ბენდებთან ერთად დადიოდა, როგორიცაა: PLACEBO & DEPECHE MODE. 

 

POLO&PAN – 28 ივნისი

Polo&Pan ფრანგული დუეტია. პროექტი 2012 წელს შეიქმნა.

მუსიკოსები სააგენტოს Tete d’Affiche წარმომადგენლები და ლეგენდარული ფრანგული კლუბის, Le Baron-ის რეზიდენტები არიან. 

პოლომ, იგივე არმან დელილმა, და პენმა, ალექსანდრ გრინზსპანმა, ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს და თანამშრომლობა მალევე გადაწყვიტეს. გზადაგზა ბევრი საერთო ინტერესი აღმოაჩინეს, Polo & Pan-ის გამორჩეული ჟღერადობა კი მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრის შერწყმის შედეგად მიიღეს. დუოს პირველი რელიზი, Rivolta, Hamburger Records-ზე გამოვიდა. უკვე 7 წელია ერთად მუშაობენ, გამუშვეს 7 EP და 1 მუსიკალური ალბომი.

Polo&Pan-ის Dorothy, რომელიც დუოს ერთერთ ყველაზე პოპულარული ნამუშევარია, 2014 წელს გამოვიდა, სინგლი Canopee კი 2016 წელს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.