fbpx

ღია ბარათები და მათზე დატანილი უცნაური წარწერები 1960-70-იანი წლებიდან


გააზიარე სტატია


ბრიტანელი კოლექციონერი ტომ ჯექსონი გასული საუკუნის 60-70-იანი წლების იმ ღია ბარათებს აგროვებს, რომლებსაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მოგზაურობისას ერთმანეთს უგზავნიდნენ. 

ჯექსონის ღია ბარათებისადმი ინტერესი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – საფოსტო გზავნილებზე გამოსახულმა სხვადასხვა ადგილების ისტორიულმა მნიშვნელობამ და გამოსახულების მხატვრულმა ღირებულებამ. თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც ძველი ბარათების შეგროვება ჰობად აქცია, ბარათებზე მიწერილი ტექსტებია. 

ტომ ჯექსონის თქმით, ადამიანები ერთმანეთს აბსურდულ, სასაცილო, გულის ამაჩუყებელ და ხშირად ძალიან უცნაური შინაარსის გზავნილებს წერდნენ, ბევრი მათგანი კი დღესაც აქტუალურია.

მოგზაურთა და დამსვენებელთა  შთაბეჭდილებები, ემოციები, ამინდის შეფასებები, საკურორტო რომანები, სენტიმენტალური დაკვირვებები ღია ბარათებზე დატანილი გამოსახულებების ფონზე, ძალიან საინტერესო და თავშესაქცევ ინფორმაციას იძლევა ეპოქის შესახებ.  

ნახეთ რამდენიმე ღია ბარათი შესაბამისი წარწერით ტომ ჯექსონის კოლექციიდან.

 

ტომ ჯექსონის ღია ბარათების კოლექციის მიხედვით, გამომცემლობა 4th Estate-მა ფოტოწიგნიც გამოსცა. . იდეის ავტორმა კი, სპეციალური პოდკასტი გააკეთა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები თავიანთ აღმოჩენებს უზიარებენ. 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.