fbpx

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორონავირუსის სწრაფი ტესტირების ტექნოლოგია შეიმუშავეს


გააზიარე სტატია

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად დააჩქარონ COVID-19-ის ტესტირება.

ტესტი, რომელიც ჩინეთის Shenzhen Luohu People-ის საავადმყოფოში ნამდვილი კლინიკური ნიმუშებით დამოწმდა, გაცილებით სწრაფია, ვიდრე რნმ-ის წინა ტესტები (რიბონუკლეინის მჟავა, ან გენეტიკური მასალა).

”ახალი ტესტი ბევრად უფრო სწრაფია და არ სჭირდება რთული ინსტრუმენტი,” – განაცხადეს მეცნიერებმა. ”წინა  რნმ-ს ტესტებს შედეგისთვის 1.5-დან 2 საათი სჭირდებოდა. კვლევის ჯგუფმა შეიმუშავა ახალი ტესტი, რომელიც დაფუძნებულია ტექნიკაზე და მას შედეგის გამოვლენა სულ რაღაც ნახევარ საათში შეუძლია – სამჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მიმდინარე მეთოდს. ”

ოქსფორდის მკვლევართა გუნდს  პროფესორები ჯენფენგ ქუი და ვეი ჰუანგი ხელმძღვანელობდნენ. ”ამ ახალი ტესტის სიკეთე მდგომარეობს ვირუსული გამოვლენის დიზაინში, რომელსაც SARS-CoV-2 (COVID-19)-ის რნმ და რნმ ფრაგმენტების ამოცნობა შეუძლია. ტესტს შიგნით აქვს ჩაშენებული ე.წ. “შემოწმებები”, რათა თავიდან ავიცილოთ ყალბი დადებითი ან უარყოფითი პასუხები, შედეგები კი ძალიან ზუსტია”, – განაცხადა ვეი ჰუანგიმ. 

მეცნიერების აცხადებენ, რომ ტექნოლოგია მხოლოდ უბრალო სითბოს ბლოკს (heat-block) მოითხოვს, რომელიც ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას რნმ-ის საპირისპირო ტრანსკრიფციისთვის და დნმ-ის ამპლიფიკაციისთვის. ”ეს პოტენციურად სასარგებლო გახდება სოფლად ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში”, – ამბობენ მეცნიერები.

მკვლევრების აზრით, ტესტი ძალიან მგრძნობიარეა, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ინფიცირებული პაციენტების ადრეულ ეტაპზე ამოცნობას.

მეცნიერები ახლა  ინტეგრირებულ მოწყობილობას ავითარებენ, რათა კლინიკებში, აეროპორტებში ან სახლში დატესტონ.

ცალკეული პროექტის ფარგლებში, ავსტრალიაში მეცნიერებმა შეადგინეს ე.წ “რუკა”  ქვეყნის ერთ-ერთი პირველი კორონავირუსული პაციენტის იმუნური პასუხებიდან, რათა აჩვენონ, თუ როგორ ებრძვის ადამიანის სხეულის COVID-19-ს და როგორ გამოჯანმრთელდება მისგან.

ოთხშაბათის დილის მდგომარეობით, მსოფლიოში 207 000-ზე მეტი ინფიცირებულია, 8000-ზე მეტი კი – გარდაცვლილი.

 

ორიგინალი: https://nypost.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.