fbpx

კორონავირუსის კარანტინმა იტალიაში წყლისა და ჰაერის დაბინძურების დონე რადიკალურად შეამცირა


გააზიარე სტატია

 

კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ  მთელი ქვეყანა შეაჩერა. Live Tracking Dashboard-ის თანახმად, დღეისათვის იტალიაში 27 980 დადასტურებული შემთხვევაა – 2158 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2749 კი გამოჯანმრთელდა.

ადამიანები ვირუსის გავრცელების ასარიდებლად სახლებში ჩაიკეტნენ,  ბევრი მათგანი კი ყოველ წუთს ბიზნესს კარგავს. გარშემო პანიკა და დაძაბულობაა. მიუხედავად ამისა, არსებობს კარგი ამბებიც, რაც იმედის სხივად გვევლინება ამ რთულ სიტუაციაში.

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქს – ვენეციას – წლის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ჩაიკეტა, ქუჩები დაცარიელდა და ქალაქის არხებზე, სადაც ხალხი ხშირად გონდოლათი გადაადგილდებოდა, ნავების საცობი შემცირდა. 

გასაკვირია, რომ ჩაკეტვამ ხელი შეუწყო ქალაქის არხების გაწმენდას. CNN-ის ცნობით, ადგილობრივებმა შეამჩნიეს, უზარმაზარი სხვაობა – როგორ  დაიწმინდა წყალი და გასუფთავდა ჰაერი. 

ვენეციის მერის სპიკერმა განაცხადა: ”წყალი ახლა უფრო სუფთაა, რადგან არხებზე ნაკლები საცობია და ნალექი ძირში რჩება”. მისი თქმით, ნავების  გადაადგილებას, ე.წ. საცობს, ნალექი წყლის ზედაპირზე ამოაქვს. 

La bellezza salverà il mondo in una Burano deserta i cigni si riappropriano dei canali….

Gepostet von Marco Contessa am Montag, 9. März 2020

წყალი ისე დაიწმინდა, რომ თევზები გამოჩნდნენ და გედები და დელფინებიც კი დაბრუნდნენ. ტვიტერის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ იტალიაში წყლის ხარისხის გაუმჯობესებამ კალიარის პორტში დელფინების, ხოლო რომის ფანტანებში იხვების გამოჩენა განაპირობა. ვენეციურ არხებში თევზების ქარავანსაც კი  იხილავთ.

 “ჰაერი ნაკლებად დაბინძურებულია, რადგან ქალაქის მცხოვრებთა მოძრაობის შეზღუდვის გამო ჩვეულებრივზე ცოტა ვაპორეტი (წყლის ავტობუსი) და ნავი მოძრაობს”, – აღნიშნა სპიკერმა. 

 იტალიაში ჰაერის დაბინძურების  მნიშვნელოვან შემცირებას, კარანტინის გამო,  სატელიტური სურათებიც აჩვენებს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მონაცემებით, აზოტის დიოქსიდის ემისია მნიშვნელოვნად შემცირდა.

მათ ასევე გამოაქვეყნეს აჩქარებული ვიდეო, რომელშიც გარემოში შესამჩნევი ცვლილებებია ასახული:

ინტერნეტსივრცეში განთავსდა გასუფთავებული იტალიის სურათები, ზოგიერთი ადამიანი კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პირველ რიგში ჩვენ ვართ სამყაროს განადგურებაზე პასუხისმგებელნი.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ მხოლოდ ცუდი  ამბები მოიტანა მთელ მსოფლიოში, ჰაერის გასუფთავება მართლაც შვებაა. ამასთან, ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ხდის ადამიანთა არარსებობა სამყარო მშვენიერს. 

ორიგინალი: https://www.storypick.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.