fbpx

კომიქსები, მუსიკა და სხვა აუდიოვიზუალური რეკომენდაციები მეტაფიზიკოს ლევან ასათიანისაგან


გააზიარე სტატია

სანამ იძულებითი თვითიზოლაცია აქტიურ ფაზაში რჩება და ჯერჯერობით არსად წასვლას აპირებს, გთავაზობთ თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების ახალ-ახალ რეკომენდაციებს სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანებისგან.

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე თავშესაქცევი Saatchi & Saatchi-ს კრეატიული დირექტორის, ლევან ასათიანისგან.

 

Star Track: Next Generation

7 სეზონი, თითო სეზონში კი 25 სერია, მშვენიერი საშუალებაა ხანგრძლივი და მოწყენილი პერიოდების იოლად გადასატანად. მოწყდი ნეგატიური ამბების ნაკადს და თამამად გაჰყევი კაპიტან პიკარდის გუნდს, იქ, სადაც არცერთ ადამიანს არ დაუდგამს ფეხი.

 

The Incal

წაიკითხეთ და დაათვალიერეთ ჩემი საყვარელი კომიქსი “ინქალი”. ხოდოროვსკის და მობიუსის შედევრი დაგანახვებთ, რომ სამყარო გაცილებით უფრო დიდი პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს.

 


Fashion | Off The Air | Adult swim 

 

ესეც პატარა საკვები ჩვენი ტვინისთვის

Origins of the villain 

ჰიპ-ჰოპ პროდიუსერ MF DOOM-ის აუდიო-ვიდეოსეტი ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი ტვინის და სხეულის გასართობად. 


 

Fly Like An Eagle 

პატარა ფლეილისთი, რომელიც ამ პოსტისთვის გავაკეთე.

ახლა კარგი დროა იმისთვის, რომ დავანგრიოთ ჩვენი ფიზიკური კედლები, ყველა გავფრინდეთ არწივებივით და აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები ჩვენს შიდა და გარე სამყაროში.

 

მომავალი და წარსული არ არსებობს, ამიტომ, მოდი, ყველამ მივხედოთ ჩვენს აწმყოს და ყველაფერი კარგად იქნება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.