fbpx

ნახეთ, როგორ ირთობენ ვარსკვლავები თავს თვითიზოლაციის დროს


გააზიარე სტატია

კორონავირუსის გამო მთელი სამყარო ფაქტობრივად თვითიზოლაციაშია. მათ შორის არიან ნატალი პორტმანი და ნაომი უოტსიც. მსახიობებმა გადაწყვიტეს, თვითიზოლაციის პერიოდში ფანებისთვის მოწყენის საშუალება არ მიეცათ და კულინარიული დუელი მოაწყვეს. ნატალი პორტმანმა, რომელიც კულინარიაში სახელგანთქმულია, ჭარხლისა და კარტოფილის სალათა გააკეთა, ნაომი უოტსმა კი სუპი, რომელსაც სპეცსახელი – კარანტინის სუპი უწოდა. პორტმანის ვიდეოს ინსტაგრამზე უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

View this post on Instagram

If you’re in need of a recipe, try making this beet and potato salad. It’s one of the easier recipes and if you save the beet cooking liquid, you can use it as natural kid makeup afterwards. Fun fact: On my first movie, Léon, the makeup artist didn’t want to use real makeup on me since I was only 11… so she used beet juice as lipstick and blush! Recipe: 1. Boil 1 cup beets, 1 cup russet potatoes in two separate pans; remove when tender (usually after ~20 minutes). 2. Slice boiled potatoes and beets into cubes and then mix together in a bowl. 3. For dressing, mix together 1 tbsp of whole-grain mustard, 1-3 tbsps of sliced cornichons (gherkin pickles), finely chopped shallots, and a splash of red wine vinegar and olive oil. Mix into a jar and add to beet and potato salad bowl.

A post shared by Natalie Portman (@natalieportman) on

 იქიდან გამომდინარე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი ყველაზე სახიფათო 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის არის, მსახიობმა ენტონი ჰოპკინსმა თავის კატასთან, ნიბლოსთან ერთად, გადაწყვიტა დავერწმუნებინეთ,  რომ თავს კარგად გრძნობს და ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა.

 

ქალმა საოცრებამ, გალ გადოტმა, რომელიც უკვე 6 დღეა კარანტინშია, თავის გასართობად თავის კოლეგებთან – კრისტენ ვიგთან, ჯეიმს დორნანთან, ნატალი პორტმანთან, უილ ფარელთან, ზოი კრავიცთან და სხვებთან ერთად ბითლზის “იმეჯინ” შეასრულა. ვიდეოს უკვე 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

 

მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰმა ინსტაგრამზე COVID-19-თან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. 50 წლის მსახიობი მსოფლიოს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

“ასეთ გიჟურ პერიოდში, როდესაც ჩვენი საერთო მტერი კორონავირუსია,  საკუთარ თავსა და ერთმანეთზე ზრუნვა ყველაზე მეტად გვჭირდება. მოდით, ლიმონისგან ლიმონათი გავაკეთოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ”, – ამბობს მსახიობი.

 გართობისთვის საუკეთესო საშუალება გამონახა ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმაც, რომელმაც გადაწყვიტა, თვითიზოლაციის პერიოდში მეგობარ ვარსკვლავებთან დაერეკა და სხვადასხვა თემაზე ეჭორავა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.