fbpx

ხელების ფოტოგრაფია კორონავირუსის ეპოქაში


გააზიარე სტატია

ჰანა ლა ფოლეტ რაიანი ნიუ-იორკის მეტროს მგზავრთა ხელების ფოტოებს იღებს.  მისი აზრით, ხელებს ისეთივე ინდივიდუალიზმი აქვთ, როგორიც თავად ადამიანებს და ემოციურ ისტორიებსაც გვიყვებიან სიყვარულზე, ბედნიერებაზე, მარტოობაზე, დაღლასა და უიმედობაზე.  

„სვირინგიანი ან ჭრილობებიანი ხელები, სტრესებისგან დაძაბული ჟესტები, ნერვიულად შეკრული მუშტები, ხელები, რომლებიც ჩანთებს ებღაუჭებიან ან ფულს ითვლიან, უფრო მეტს მეტყველებენ ადამიანთა განწყობასა თუ პიროვნულ ხასიათზე, ვიდრე პორტრეტები. ხელები ჩვენი ქვეცნობიერის სარკეა“, – ამბობს ფოტოგრაფი. 

 

 

ჰანა ლა ფოლეტ რაიანი „მეტროს ხელების“ ფოტოგრაფირებას 2015 წლიდან აწარმოებს და ამ ხნის განმავლობაში ათასობით გამოსახულება დააგროვა. ბოლო დღეებში კი რაიანის ფოტოებმა ახალი შინაარსი შეიძინეს,  „პერსონაჟთა“ ხასიათი და ქცევის წესები კარდინალურად შეიცვალა. ეს კორექტირება კი ახალი კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხემ განაპირობა. შესაბამისად, რაიანის კონცეპტუალური ფოტოგრაფია ფოტოჟურნალისტიკად იქცა, რომელიც ნიუ-იორკში არსებულ მდგომარეობას ასახავს დოკუმენტურად.

„მობილური ტელეფონები სადეზინფექციო ხსნარებით სავსე პატარა ბოთლებმა ჩაანაცვლეს, ადამიანებმა დამცავი ხელთათმანები გაიკეთეს, ხელებს სპეციალური ჟელეებით იმუშავებენ და ეს მოძრაობები სრულიად ახალ, ნევროზულ ქორეოგრაფიას ქმნის.  ხელები პორტალებად იქცნენ, რომელთაც უხილავი სიკვდილის მიღება ან გადაცემა შეუძლიათ“, – ამბობს რაიანი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.