კორონავირუსით კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებს ახალი პრეპარატით უმკურნალებენ
ექიმებმა ორშაბათს COVID-19-ით კრიტიკულად დაავადებული პაციენტების ახალი პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყონ.
ექსპერიმენტული პრეპარატი, სახელწოდებით SNG001, თავდაპირველად Southampton General-ის საავადმყოფოს პაციენტებს მიეწოდებათ და ეს პირველი საცდელი ნაწილი იქნება.
ინჰალაციურმა მკურნალობამ უკვე აჩვენა ასთმისა და COPD-ისგან (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) გამოჯანმრთელება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფილტვების სხვა ინფექციები, მაგალითად, გრიპი.
ექიმებს დიდი იმედი აქვთ, რომ ამან შეიძლება კორონავირუსს ხელი შეუშალოს.
ტომ ვილკინსონმა, University of Southampton-ის რესპირატორული მედიცინის პროფესორმა, Sky News-ს განუცხადა: ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეპარატი გაზრდის ინფექციისგან გამოჯანმრთელების დონეს, დაიცავს ფილტვების იმ ნაწილს, რომლებიც ჯერ არ არის ინფიცირებული და შეამცირებს იმ პაციენტების რაოდენობას, რომლებიც ინტუბაციას და ვენტილაციას საჭიროებენ”.
პრეპარატი არის ბეტა-ინტერფერონის ინჰალირებული ფორმულირება, რომელიც ბუნებრივად მყოფი ცილაა და ის ორგანიზმში ანტივირუსულ პასუხებს უწევს ორგანიზებას.
მეცნიერები თვლიან, რომ ეს ხელს შეუშლის კორონავირუსს, რომ მან ფილტვის უჯრედების ასლების შექმნაზე კონტროლი ვერ აიღოს.
კრიტიკულად დაავადებულ 100-მდე პაციენტს, რომლებიც 10 საავადმყოფოში იმყოფებიან, SNG001-ის პრეპარატს ნებულაიზერის (ინჰალატორის) საშუალებით მისცემენ. პროფესორი ვილკინსონის თქმით, პრეპარატმა შეიძლება საავადმყოფოების პაციენტებისგან გადატვირთვა შეაჩეროს.
“მათ სასუნთქი აპარატები უთავდებათ. ყველაფერი შეიძლება გამოვიყენოთ სერვისებზე ზემოქმედების შესამცირებლად – ან იმ პაციენტთა რაოდენობა შემცირდეს, რომლებიც ვენტილაციას საჭიროებენ, ან დაავადების სიმძიმე შესუსტდეს”, – განაცხადა მან.
პრეპარატმა სწრაფად გაიარა რეგულაციური პროცესები და კვირების მაგივრად, დღეებში დამტკიცდა.
სამედიცინო კვლევის საბჭოს პროფესორმა სტივენ ჰოლგატმა თქვა, რომ ხანდაზმულებსა და ფილტვების ადრეული დაავადებების მქონე პირებში იმუნური პასუხები შემცირებულია.
მისი თქმით, ვაქცინის არარსებობის შემთხვევაში, იმუნიტეტის გაძლიერება ლოგიკურ თერაპიულ მიდგომას წარმოადგენს.
კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში დაახლოებით 300 კლინიკური ტესტირება მიმდინარეობს წამლებსა და ექსპერიმენტულ თერაპიებზე. მათში შედის ანტიმალარიული პრეპარატი ქლოროქინი, ებოლას საწინააღმდეგო რემდესივირი, აივის პრეპარატი კალეტრა.
ჯანდაცვის დეპარტამენტმა უკვე გადადგა ნაბიჯები ძირითადი წამლების მიწოდების უზრუნველსაყოფად და საბითუმო მოვაჭრეებს პრეპარატების ექსპორტზე გატანაში ხელი შეუშალა.
ორიგინალი: https://news.sky.com/