მინიმალისტური ფოტოგრაფიის საერთაშორისო კონკურსისთვის ფოტოების მიღება მიმდინარეობს
გააზიარე სტატია
Minimalist Photography Awards – საერთაშორისო კონკურსია ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც სადა და მინიმალისტური ხერხებით ქმნიან სხვადასხვა გამოსახულებებს.
წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალებს, ასევე 18 წელს გადაცილებულ მოყვარულებს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 25 მაისია. 31 მარტამდე განაცხადის შეტანის შემთხვევაში, ერთი ნამუშევრის წარდგენის გადასახადი 15$-ია, ხოლო სერიისათვის (2-5 ნამუშევარი) – 25$. ყოველი დამატებითი კატეგორიისათვის კი მონაწილეს 10$-ის გადახდა უწევს.
კონკურსის მთავარ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 2000$-ის ოდენობით. საუკეთესო ნამუშევრები Minimalist Photography-ის ყოველწლიურ ჟურნალში დაიბეჭდება და ასევე გამოიფინება მინიმალისტური ვიზუალური ხელოვნების სივრცეში Galerie Minimal Berlin.