fbpx

თბილისის “არქიტექტურული დეჟავუ” ჩიკაგოს 1933 წლის “ექსპოდან”


გააზიარე სტატია

“ინსტაგრამის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ჩიკაგოში 1933 წელს ჩატარებული “პროგრესის საუკუნის ექსპოს” (Century of Progress International Exposition) სოციალურ მეცნიერებათა დარბაზის ერთ-ერთი ნაწილის ფოტო, რომელიც ერთი შეხედვით თბილისელებისთვის კარგად ნაცნობ ე.წ. “ანდროპოვის ყურებს” წააგავს.

 

 

1983 წელს თბილისში აშენებულ ოთარ კალანდარიშვილის ნაგებობას ოფიციალურად “საზეიმო მოედნის ტრიბუნის სივრცული არკადა” ერქვა და მისი დემონტაჟი ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2005 წელს განხორციელდა.

 

 

ჩიკაგოს ექსპოს ნაგებობას, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს, როგორც ჩანს თავდაპირველად სხვა იერსახე ჰქონდა – ქვემოთ ის შეუღებავ მდგომარეობაშია გადაღებული.

 

 

1933 წლის ჩიკაგოს ექსპო ტბის სანაპიროს გასწვრივ მე-12-დან 39-ე ქუჩებს შორის იყო მოწყობილი. დიდი დეპრესიის დროს გამართულმა ამ საერთაშორისო გამოფენამ როგორც ორგანიზატორებს, ასევე ქალაქს მოგება მოუტანა. გარდა ამისა, მან შეცვალა ჩიკაგოს როგორც განგსტერული ქალაქის იმიჯი. ექსპოს დასრულების შემდეგ სტრუქტურები მთლიანად დაიშალა. ნაგებობების ნაწილი გაიყიდა და ისინი ამერიკის სხვადასხვა ადგილას გადაიტანეს, ხოლო ტერიტორის პირვანდელი საპარკო სახე დაუბრუნდა.

 

 

1,472 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.