fbpx

ერის ტბის მახლობლად მდებარე სახლები ყინულის სქელი ფენით დაიფარა


გააზიარე სტატია


ავტორი: Rokas Laurinavičius, Mindaugas Balčiauskas

 

ჩრდილოეთ ამერიკაში, ერის ტბის მახლობლად მდებარე სახლები ყინულის სქელი  ფენით დაიფარა. ერთი შეხედვით, გაყინული სახლები მშვენიერი სანახავია, თუმცა აქ ცხოვრება კოშმარად იქცა, რამდენადაც სახლები ძლიერი ქარისა და ტბის მძლავრი ტალღებისგან დაზიანდა.

“ეს ყველაფერი არარეალურია”, – უთხრა ედ მისმა, ერთ-ერთმა იქაურმა მცხოვრებმა CNN-ს. “ჩემს სახლში ბნელა. ეს ყველაფერი უცნაური და საშიშია”.

მეტეოროლოგმა ელის სმიტმა, Bored Panda-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს ექსტრემალური მდგომარეობა ტბის წყლის, ქარისა და ყინვის  კომბინაციამ წარმოშვა.

“შტორმმა გამოიწვია ქარი და ძლიერი თოვა, რომელიც ორი დღე გაგრძელდა. მთავარი პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ ერის ტბა ბოლომდე არ იყო გაყინული, რის გამოც ტალღები ნაპირს გასცდა და “ყინულის სახლები” წარმოქმნა.

“ამ ადგილას, როგორც წესი, სახლები ყოველთვის იფარება ყინულის ძალიან მცირე ფენით. თუმცა, ასეთი ექსტრემალური მდგომარეობა მხოლოდ წელს შეიქმნა, რაც შტორმის ხანგრძლივობამ განაპირობა. ყინულის სისქე იზრდებოდა და იზრდებოდა, რადგან ტალღების ნაკადი ძლიერი ქარის საშუალებით კუნძულზე ვრცელდებოდა”.

მას შემდეგ, რაც კადრები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, კუნძული ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაც იქცა. თუმცა პოლიციელები სტუმრებს უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ამ დროს ადგილობრივები  იმის გამო დარდობენ, რომ ყინული მათ სახლებს ავნებს. “ყინულის სიმძიმეს სახურავები ვერ გაუძლებენ”.

შინ კროტიმ, ჰამბურგის საგანგებო სიტუაციების მართვის მენეჯერმა, განაცხადა, რომ ყინულის სიმძიმით შენობების მთლიანობას საფრთხე ნამდვილად ემუქრება.


ორიგინალი: https://www.boredpanda.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.