fbpx

პლასიდო დომინგოს კორონავირუსის ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა


გააზიარე სტატია

მსოფლიოს ცნობილ საოპერო მომღერალს, პლასიდო დომინგოს კორონავირუსი გამოუვლინდა.

მომღერალმა განცხადება გაავრცელა: “ჩემი მორალური ვალდებულება განვაცხადო იმის შესახებ, რომ ჩემმა COVID19-ის ტესტმა პოზიტიური შედეგი უჩვენა. მე ჩემს ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში დავრჩები მანამდე, სანამ ამას სამედიცინო საჭიროება მოითხოვს. ამჟამად ჩემი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სანამ ტესტირებას გადავწყვეტდი აღმენიშნებოდა სიცხე და ხველება.”

“ყველას გთხოვთ იყოთ ფრთხილად, დაიცვათ ხელების ხშირი დაბანისა და ერთმანეთისგან მინიმუმ 2 მეტრის დაცვის ელემენტარული წესები. დარჩით სახლში, თუ ამის საშუალება გაქვთ. ერთად ჩვენ შევძლებთ ამ ვირუსის დამარცხებას, რომელიც უკვე მსოფლიო კრიზისს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ დავუბრუნდეთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ თქვენი ადგილობრივი  მთავრობების რეკომენდაციები და დაიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებიც.  პლასიდო დომინგო.”

ეს ამბავი გავრცელდა ერთი დღის შემდეგ, რაც დომინგომ დატოვა ამერიკის მუსიკოს ხელოვანთა გილდია და კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად 500 000 დოლარის შემოწირულობა გააკეთა.

738 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.