როგორ ცვლის ცხოვრებას ციფრული ნაკრები – ლადო კობახიძის და ნუცი მალაშხიას გამოცდილება
ავტორი: დიმიტრი სანაია
მუდმივი მოძრაობა, აქტიურობა და ახალი გამოწვევების მიღება — ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთ ადგილას არასდროს ჩერდება, ყოველთვის დატვირთული უნდა იყოს, რადგან სხვანაირად არ წარმოუდგენია, როგორ უნდა იცხოვროს. ასე იცნობს მას ყველა და თავადაც სურს, ასეთად დაიმახსოვრონ. ალბათ ბევრს გაუკვირდება, ერთ ადამიანს როგორ შეუძლია ერთდროულად იყოს სტარტაპერიც, კინოინდუსტრიაში ჩართულიც და თან ქმნიდეს სხვადასხვა სივრცის დასამახსოვრებელ კონცეფციებს.
ეს ნუცი მალაშხიაა, მუდვმივად ენერგიული და გამოწვევებით სავსე. მისნაირ ადამიანებზე ამბობენ, რომ ულიმიტო შესაძლებლობებით არიან შეიარაღებულნი, რადგან ყველა სფეროში პოულობენ გზას წარმატების მისაღწევად და არ იკეტებიან ერთ ჩარჩოში. ასეთი ადამიანები ცდილობენ შეაღონ ყველა კარი, რომელიც აინტერესებთ და მუდმივად განვითარდნენ.
“არ მიყვარს რუტინული საქმე, ყოველ დღე ერთი და იგივეს კეთება მბეზრდება, მგონი ასეთი სამსახური არც არასდროს მქონია”, – ამბობს ნუცი.
მისი პროფესიული ცხოვრება ბევრ სხვადასხვა საფეხურს ითვლის. ნუცი მალაშხია მულტიფუნქციური სივრცის “ღვინის ქარხანა #1”-ის კონცეფციის თანა-ავტორი და პროექტის გენერალური მენეჯერია. ადგილის, რომელიც ადამიანებმა უკვე შეიყვარეს და ყოველდღიურად სტუმრობენ დასვენების, საქმიანი შეხვედრებისა თუ გართობის მიზნით. ასეთი სივრცის შექმნა მარტივი არ არის, რადგან დიდ შთაგონებას, ცოდნასა და ენერგიას საჭიროებს, თუმცა ნუცი სავსეა ამ უნარებით, რაც მის სხვა საქმიანობებშიც ჩანს.
გარდა ღვინის ქარხანა #1-ისა, ნუციმ დასთან ერთად სტარტაპიც წამოიწყო, რომლის განვითარებაზეც აქტიურად მუშაობს და მომავალში უფრო მეტი ენერგიის ჩადებას აპირებს.
“ჩემ დასთან, სოფოსთან ერთად ვაწარმოებ ქართულ DIY სათამაშოს „ოლაფინია“. ეს არის სათამაშო, რომლის გმირები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან არიან და ბავშვი მათ საკუთარი ხელით კერავს. „ოლაფინია“ სტარტ-აპია და ჯერ კიდევ ვმუშაობთ მის განვითარებაზე და მრავალფეროვნებაზე”, – ამბობს ის.
ადამიანს რომ ბევრი საყვარელი საქმის შეთავსება შეუძლია, ამის კარგი მაგალითია ნუცი, რომელიც ისედაც დატვირთული საქმიანობის ფონზე, დამატებით პროფესიებსაც ითავსებს. ცოტა ხნის წინ, როცა საქართველოს საინფორმაციო სივრცე “Fast and Furious 9”-ის გადაღებებმა მოიცვა, ნუცი ერთ-ერთი იყო, ვინც ფილმის წარმოების პროცესში ჩაერთო და კინოინდუსტრიის კარი გაუღო საკუთარ თავს. დღეს უკვე ესპანელ რეჟისორთან ერთად დოკუმენტური ფილმის გადაღებაზეც მუშაობს.
2019 წლის ზაფხულში პირველად მოვხვდი ფილმის გადასაღებ მოედანზე. “Fast and Furious 9”-ის ფროდაქშენი იმაზე საინტერესო, მომხიბლავი და მომწამლავი აღმოჩნდა ვიდრე წარმოგიდგენიათ. მას მერე კინო ინდუსტრიაშიც ჩავერთე. ამჟამად ვმუშაობ ესპანელი რეჟისორის, ლუსია მარტინესის დოკუმენტურ ფილმზე, რომლის სავარაუდო სათაური „Riot Science”-ია. „FF9“-ის შემდეგ „Enkeny films”-თან ერთად რამდენიმე რეკლამის მომზადებაში მივიღე მონაწილეობა და ახლა არაერთ საერთასორისო პროექტში ვარ ჩართული”, – გვიყვება ნუცი.
ასეთი დატვირთული რეჟიმისა და მაღალი ტემპის გამო, საინტერესოა როგორ ასწრებს ნუცი სხვა ცხოვრებისეულ საქმეებს? ფაქტია, მას დრო არ რჩება ყოველდღიური რთული რუტინებისთვის, ამიტომ ცდილობს მისი მოვალეობები და აუცილებელი სერვისები ციფრულად გამოიყენოს და ცხოვრება გაიმარტივოს. ამაში კი მას თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრები ეხმარება.
“აღარ მახსოვს როგორ ხდებოდა მომსახურება ციფრული საბანკო სერვისების ხმარებაში შემოღებამდე? ყველა ოპერაციის შესასრულებლად ბანკში გვიწევდა მისვლა? თუ ასეა, ნიშნავს რომ იმის ნახევარსაც ვერ ვაკეთებდით რისი გაკეთების საშუალებაც დღეს გვაქვს. საქმიან და პირად ცხოვრებაშიც თითქმის ყველა ოპერაციას ციფრული საბანკო სერვისებით ვაწარმოებ, რაშიც სტატუსის ციფრული ნაკრები მეხმარება. თიბისის მობაილ ბანკის აპლიკაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი აპია ჩემს ტელეფონში. მისი მოხერხებულობა და სიმარტივეც დიდ როლს თამაშოს ამაში”, – ამბობს ნუცი.
“მომწონს ისიც, რომ საქმისთვის დიჯიპასის გამოყენება შემიძლია, რაც ძალიან მეხმარება. განსაკუთრებით სასიამოვნოა ისიც, რომ როგორც სტატუსის მომხმარებელი, ხშირად ვიღებ სხვადასხვა საჩუქრებსა და ბენეფიტებს”, – დაამატა მან.
ციფრული სერვისების გამოყენების აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო. ადამიანებს შეეზღუდათ წვდომა ყველა გარე სერვისთან, კომპანიები კი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. ამ დროს, თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრები ყველა მომხმარებელს ისეთ სერვისებს სთავაზობს, რომ სახლიდან გასვლა საერთოდაც არ არის საჭირო. ყველა მნიშვნელოვანი ოპერაციის შესრულება დისტანციურად არის შესაძლებელი. მაგალითად: საბანკო ოპერაციების დიდი ნაწილის შესრულება დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშე; გარე გადარიცხვები ფიქსირებული ტარიფით ნებისმიერ თანხაზე და სხვა.
ნუცი შექმნილი ვითარების უკიდურესად დამძიმებამდე აშშ-ში იმყოფებოდა, 14 მარტს კი საგანგებოდ დაბრუნდა სამშობლოში, რათა მშობლიურ გარემოში ყოფილიყო. დღეს თვითიზოლაციაშია და ცდილობს, დაიცვას საკუთარი თავი და ოჯახის წევრები.
თვითიზოლაციაში ნუცის ყველა პროექტი დროებით შეჩერებულია, თუმცა იმედი აქვს, რომ ყველაფერი მალე დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას. მანამდე კი, თავისუფალ დროს პროდუქტიულად იყენებს, მათ შორის სტატუს შეხვედრების ონლაინ სივრცეში, Statusevents-ზე, ქართველ ხელოვანებს, მწერლებსა და სხვა თანამედროვეებს უსმენს ხოლმე და მეტი სიახლის აღმოჩენას ცდილობს, რისთვისაც ადრე დრო თითქმის არ რჩებოდა.
თიბისი სტატუსის მომხმარებელია დიზაინერი ლადო კობახიძეც, რომელიც თავის პირად და საქმიან ცხოვრებაში უმეტესად სწორედ სტატუსის ციფრულ ნაკრებს იყენებს. ლადო გრაფიკული, შეფუთვის და სამრეწველო დიზაინის სფეროში მუშაობს და პარალელურად პარტნიორებთან ერთად საკუთარ კომპანიას Arte-ს ავითარებს.
“ვფიქრობ, დიზაინი ერთერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელიც მომავლის განვითარებაზე, საზოგადოებისთვის საჭირო, სასარგებლო მიმართულებებზეა ორიენტირებული. ასევე, ხშირად განსაზღვრავს საზოგადოების ესთეტიურ გემოვნებასაც. ეს ძალიან კომპლექსური პროფესიაა, რომელიც მოიცავს ბევრ ასპექტს, როგორც შემოქმედებით, ასევე ტექნიკურ მხარეს, რომლის დროსაც ძირითადი აქცენტი ყოველთვის მომხმარებელზეა გაკეთებული, რომ საბოლოო პროდუქტი მომხმარებლისთვის იყოს მისაღები”, – ამბობს ლადო კობახიძე.
მის საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დროს, ამიტომ საბანკო სერვისების მისაღებად ფილიალებში მისვლა და მოძრაობა მისთვის დისკომფორტია. სწორედ ამიტომ, ლადომ ერთი წლის გადაწყვიტა თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრების მომხმარებელი გამხდარიყო.
“ციფრულ საბანკო სერვისებს ვიყენებ არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ ყოველდღიურად ხშირად ვსარგებლობ. ძალიან ეფექტურია, როდესაც მობილობაზე არ არის დამოკიდებული და შესაძლებელია გადაადგილების გარეშე შენთვის სასურველი სერვისის, ტრანზაქციის შესრულება, რაც რათქმაუნდა ამარტივებს ცხოვრებას და ზოგავს დიდ დროს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის”, – გვითხრა მან.
ყველაზე ხშირად ტრანზაქციების ფუნქციას იყენებს, თუმცა სტატუსის სხვა ბენეფიტებითაც ძალიან კმაყოფილია.
“ყველაზე ხშირად ვიყენებ ტრანზაქციას. რაც მთავარია სტატუს სერვისი ძალიან დიდ კომფორტს იძლევა სხვადასხვა საინტერესო ივენთებზე დასწრების კუთხით, ასევე საინტერესო შემოთავაზებებია ფასდაკლებების მიმართულებით, რაც ძალიან მომწონს”
თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის მართლაც ხშირად ტარდება საინტერესო ღონისძიებები და შეხვედრები, თუმცა დღეს ამის შესაძლებლობას საგანგებო მდგომარეობა აღარ იძლევა. შეხვედრების ჩანაცვლება სტატუსის ონლაინ შეხვედრებით შეგიძლიათ Statusevents.ge-ზე, სადაც არაერთი ცნობილი და წარმატებული ადამიანის ვიდეოს ნახავთ, რომლებიც სხვადასხვა თემებზე საუბრობენ.
დისტანციური მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პანდემიის პერიოდში გახდა, რადგან ისიც თვითიზოლაციაშია და ცდილობს სახლიდან არ გავიდეს.
“ის, რაც ახლა ხდება, გლობალური გამოწვევაა, ამიტომ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოვიჩინო. დაზღვეული არავინაა. ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა, თუ რამდენად გაუფრთხილდება, დაიცავს იმ მოთხოვნებს, რაც დაგვეხმარება ამ გამოწვევის გამკლავებაში. თვითიზოლაციაში ვარ და ვცდილობ დისტანციურად, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით განვაგრძო სამუშაო პროცესი”, – ამბობს ის.
View this post on Instagram
ლადოს ნამუშევრების დათვალიერება მის პირად გვერდზე შეგიძლიათ, ხოლო მისი კომპანიის მიერ შექმნილის, ინსტაგრამზე.
თიბისი სტატუსის მოხმარებლებს ციფრული და პრემიუმ ნაკრებების არჩევა შეუძლიათ, რომელიც კიდევ არაერთ უპირატესობას სთავაზობს მათ. მაგალითად: პერსონალური ბანკირი, რომელიც დაგიზოგავთ დროს და ფინანსების სწორედ მართვაში დაგეხმარებათ, გაგიწევთ სრულფასოვან საოპერაციო და საკრედიტო მომსახურებას დისტანციურად, მუდმივად მოგაწვდით თქვენთვის საინტერესო შეთავაზებებს. გარდა ამისა, სტატუსი მომხარებლებს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა ფასდაკლებებს პარტნიორ ობიექტებში, სადაზღვევო პაკეტზე და სხვა.
სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება სტატუსის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ. ეს არის სერვისი, რომელიც ცხოვრების ჩვეულ პერიოდშიც და თვითიზოლაციის პირობებშიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ.