fbpx

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი სახლის პირობებში


გააზიარე სტატია

კორონავირუსი პლანეტაზე რამდენიმე თვის წინ გავრცელდა და მას შემდეგ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. 

ყველაფერი რამდენიმე თვის წინ, 2019 წლის დეკემბერს, ჩინეთში, ქალაქ უჰანში დაიწყო, როცა ადგილობრივ მოსახლეობას აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩნდა. 

ახალმა კორონავირუსმა კი საბოლოოდ ევროპამდე მოაღწია და გამონაკლისი არც საქართველოა — ამ დროისთვის ქვეყანაში 54 ინფიცირებულია, 3 ათასამდე ადამიანი კი თვითიზოლაციაში ან კარანტინში რჩება. 

საგანგებო მდგომარეობის გამო მკაცრი რეკომენდაცია არსებობს, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, გარეთ არ გავიდეთ. 

ამ სტატიაში შევეცდებით, აქტუალური და სასარგებლო რჩევები მოგცეთ, თუ როგორ შეინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი სახლის პირობებში. 

 

სუფთა ჰაერი 

სახლის პირობებშიც აუცილებელია, რომ სუფთა ჰაერი ისუნთქოთ. ხშირად გაანიავეთ სახლი ან თბილი ჩაის დასალევად აივანზე მოკალათდით ხოლმე. 

 

საკმარისი სინათლე 

ერთსა და იმავე სივრცეში დიდი დროის გატარება ისედაც დამთრგუნველია. ამიტომ, დარწმუნდით, რომ სახლში საკმარისი სინათლე შემოდის ფანჯრებიდან. საჭიროების შემთხვევაში აანთეთ შუქი. 

 

ძილი 

დიდი ალბათობით იმდენ ენერგიას ვეღარ დავხარჯავთ, რამაც შეიძლება ნაკლები დაღლილობა და შესაბამისად, ძილის რეჟიმის არევა გამოიწვიოს. 

ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენმა ბიოლოგიურმა საათმა დრამატული ცვლილება არ განიცადოს. 

 

ჯანსაღი კვება და ვარჯიში 

აუცილებელია ჯანსაღი საკვების მომარაგებაც — ხშირად ჭამეთ ხილი და ბოსტნეული. ამ პერიოდის მხოლოდ კონსერვებზე და მაკარონზე გადავლა ძალიან გაგიჭირდებათ. 

ჭამის პარალელურად კი სასურველია ყოველდღიურად შეასრულოთ სხვადასხვა გამამხნევებელი ვარჯიშები. ინტერნეტში ხშირად შეხვდებით პროფესიონალი ტრენერების შემოთავაზებას ონლაინ ვარჯიშების შესახებ. 

 

დისტანციურად მუშაობა 

დრო დაუთმეთ მუშაობასაც. საკუთარი თავის რეალიზებისთვის ბევრ პროფესიაში სულაც არ არის აუცილებელი  ოფისში ჯდომა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.