fbpx

ტოკიოს “უჩინარი” ტაქსისტები


გააზიარე სტატია

ფოტოგრაფი ოლეგ ტოლსტოი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და დიდი ქალაქების სოციალურ ყოფას და დინამიკას ასახავს. მის ინტერესს ტაქსის მძღოლები იწვევენ. მან პირველი თემატური სერია – „ვინ არის საჭესთან?“ ლონდონის ტაქსისა და Uber-ის მძღოლებს მიუძღვნა, ბოლო პროექტი კი ტოკიოში გადაიღო. 

„ტოკიოში პირველად 10 წლის წინ მოვხვდი და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს იქაურმა ტაქსის მძღოლებმა. ავტომანქანებს ელეგანტურად ჩაცმულები და თეთრ ხელთათმანებში მართავდნენ. თითქოს სხვა ეპოქიდან იყვნენ, უფრო დახვეწილი და გემოვნებიანი სამყაროდან“, – ამბობს ფოტოგრაფი. 

ოლეგ ტოლსტოის თქმით, ტოკიოელი და ლონდონელი მძღოლები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდებიან. თუ ბრიტანელები ყურადღებას მოითხოვენ, მგზავრებთან დიალოგის გაბმას ცდილობენ და უამრავ ისტორიას უყვებიან, იაპონელები პირიქით, იმდენად ჩუმად არიან, რომ მათი არსებობა ზოგჯერ შეუმჩნეველიც ხდება. 

ტოკიოს ფოტოპროექტი, რომელზეც ტოლსტოი 11 დღის განმავლობაში ტოკიოს სიბუიასა და სინძიოკუს რაიონებში მუშაობდა, სწორედ ამ „უჩინარ“ ხალხზე  და მათ პირად სამყაროზე დაკვირვებაა.

„მათი განდგომილობა, არაკომუნიკაბელურობა არა მათი პირადი არჩევანი, არამედ პროფესიონალიზმის მანიშნებელია. იაპონური კულტურა მათ ერთგვარ ასოციალურობას ავალდებულებს, არასოდეს ელოდებიან ე.წ. ჩაის ფულს და სრულყოფილებისკენ ისწრაფვიან. ავტომობილებზე სპეციალური სარეიტინგო მინაწერებიცაა „yūryō untensha“, რაც „შესანიშნავ მძღოლს“ ნიშნავს“, – ამბობს ფოტოგრაფი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.