fbpx

AT.ge თიბისისთან ერთად ფინანსური განათლების პროექტს იწყებს


გააზიარე სტატია

ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცოდნა ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, რათა ადამიანებმა შეძლონ დამოუკიდებლად შეაფასონ ამ სფეროებში მიმდინარე მოვლენები და განსაზღვრონ შემდგომი ნაბიჯები.

სწორედ ამიტომ, AT.ge და თიბისი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ფინანსური განათლების პროექტს იწყებენ. ჩვენს მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ეკონომიკისა და ფინანსების შესახებ საგანმანათლებლო სტატიებს, რათა მომავალში გაუმარტივდეთ გადაწყვეტილებების მიღება.

ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში ჩვენი ავტორები შემოგთავაზებენ ანალიტიკურ, საგანმანათლებლო და მარტივ ენაზე ახსნილ მასალებს, ხოლო თვეში ორჯერ ვიდეო-მიმართვის ფორმატში ქართველი ეკონომისტები და ფინანსების სპეციალისტები გაგვიზიარებენ რჩევებს სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა ფულის დაგროვების მარტივი ხერხები და სხვა.

გარდა ამისა, ჩვენს მკითხველებს აქვთ შესაძლებლობა ფეისბუქზე მოგვწერონ მათთვის საინტერესო თემები ფინანსებთან დაკავშირებით. AT.ge-ს რედაქცია შეეცდება გაითვალისწინოს თქვენი ინტერესი და მოამზადოს საინტერესო და ამომწურავი მასალა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.