fbpx

პანდემიის დროს ისააკ ნიუტონიც სახლში მუშაობდა და დროს გონივრულად იყენებდა


გააზიარე სტატია



ავტორი: Gillian Brockell

ლონდონში შავი ჭირის აფეთქებისას ისააკ ნიუტონს არც წოდება “სერ” ჰქონდა და არც თეთრი პარიკი ამშვენებდა. 1665-1666 წლებში 20 წლის ნიუტონი კემბრიჯის ტრინიტი კოლეჯის სტუდენტი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის გამომწვევი ბაქტერია მეცნიერებმა 200 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, ხალხი ინგლისში ეპიდემიის თავიდან ასარიდებლად ერთ-ერთ იმ მეთოდსაც მიმართავდა, რომელსაც დღეს ჩვენც ვიყენებთ – თვითიზოლაციას.

1665 წელს სოციალური დისტანცირების ვერსია გაჩნდა – ადამიანებს აეკრძალათ გარეთ გამოსვლა, ერთად შეკრება, რათა ეპიდემიის გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ. კემბრიჯის უნივერსიტეტმაც დაითხოვა სტუდენტები და ნიუტონს სწავლის გაგრძელება კემბრიჯიდან 60 კილომეტრით დაშორებულ ლინკორნშირში, მშობლიურ მამულში მოუწია.

პროფესორების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ნიუტონის ნიჭმა იფეთქა და როგორც მოგვიანებით წერდა, ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი,  “საოცრებების წელი”.

პირველ რიგში ნიუტონმა იმ მათემატიკურ საკითხებზე გააგრძელა მუშაობა, რაც კემბრიჯში ჰქონდა დაწყებული. სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ადრეულ კალკულუსს. ექსპერიმენტების დროს ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ სინათლის სხივი პრიზმაში გავლისას სხვადასხვა ფერად გარდატყდება.

 

ისტორია, რომლის მიხედვითაც, ვაშლის ხის ქვეშ მჯდარ ნიუტონს ვაშლი დაეცა და მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა, დიდწილად საეჭვოა, თუმცა ნიუტონის დამხმარის,  ჯონ კონდუიტის თქმით, “ვაშლის ხის” ამბავიც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება.

ღამით, ბაღში  სეირნობისას, ფიქრებით გართულმა ნიუტონმა გაიფიქრა, რომ გრავიტაციის  ძალა, რომელმაც ხიდან ვაშლი ჩამოაგდო, შესაძლოა კიდევ უფრო მეტ მანძილზეც ვრცელდება და თავის თავს ჰკითხა „იქნებ მთვარემდეც აღწევს ეს ძალა?“

1665-1665 წლებში ლონდონში შავი ჭირისგან მოსახლეობის 20% დაიღუპა, რაც ევროპაში შავი ჭირის მძვინვარების პერიოდში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ნიუტონი კემბრიჯში  თავისი აღმოჩენებით 1667 წელს დაბრუნდა და 2 წლის შემდეგ პროფესორიც გახდა.

თუ სწავლა ან მუშაობა თქვენც სახლიდან გიწევთ, გაიხსენეთ ნიუტონის მაგალითი. იქნებ  სახლში ყოფნისას მნიშვნელოვანი აღმოჩენები თქვენც გააკეთოთ.


ორიგინალი: https://www.washingtonpost.com/

1,297 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.