პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა
გააზიარე სტატია

BBC-ის გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა.
პრინცის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია ვესტმინტერის სამეფო რეზიდენციიდან – კლარენსის სახლიდან გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინც ჩარლზ სუსტი სიმპტომები აღენიშნება, თუმცა თავს კარგად გრძნობს. ტესტირება ჩაიტარა კრონველის ჰერცოგინია კამილამაც, თუმცა მას კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩარლზი და კამილა შოტლანდიაში, ბალმორალში თვითიზოლაციის რეჟიმში იქნებიან.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვისგან გადაედო ვირუსი სამეფო ტახტის მემკვიდრეს.
წყარო: https://www.bbc.com/
1,710 total views, 1 views today

