fbpx

ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი შესაძლოა უკვე ატარებდეს ვირუსს: ოქსფორდის კვლევა


გააზიარე სტატია

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების მოდელირების მიხედვით, ახალი  კორონავირუსს დიდ ბრიტანეთში შეიძლება იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი ატარებდეს, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ – ალბათ, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. 

ინფიცირებულების უმრავლესობა ზომიერ ან საერთოდ არანაირ სიმპტომებს არ ავლენს. ”ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სეროლოგიური კვლევები – ანტისხეულების ტესტირება – რათა შევაფასოთ ეპიდემიის რომელ ეტაპზე ვართ”, – განაცხადა სუნეტრამ.

ოქსფორდის “ინფექციური დაავადებების ევოლუციური ეკოლოგიის”  ჯგუფის მოდელირების მიხედვით, კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში იანვრის შუა რიცხვებში გამოჩნდა. მრავალი ინფექციის მსგავსად, იგი შეუმჩნევლად გავრცელდა ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე,  სანამ ბრიტანეთში პირველ ტრანსმისიებს ოფიციალურად აღრიცხავდნენ თებერვლის ბოლოს. 

შესაბამისად, ოქსფორდის კვლევის ვარაუდით, ქვეყანამ უკვე გამოიმუშავა “ჯოგური იმუნიტეტი” Covid-19-ის შეუმჩნეველი გავრცელების საშუალებით, ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ოქსფორდის კვლევა ეპიდემიის შესახებ განსხვავდება Imperial College London-ის მოდელირებისგან, რომელიც  აქტიური შეკავების ზომების არგატარების შემთხვევაში ასობით ათას მსხვერპლს წინასწარმეტყველებდა. შესაბამისად, Imperial College London-ის მოდელირებამ რამდენიმე დღის წინ გავლენა მოახდინა მთავრობის ეპიდემიის მართვის პოლიტიკაზეც.

“მიკვირს, რომ იმპერიული მოდელი ასე არაკვალიფიციურად მიიღეს”, – განაცხადა თეორიული ეპიდემიოლოგიის პროფესორმა და კვლევის ხელმძღვანელმა სუნეტრა გუპტამ. 

ამასთან, პროფესორს არ სურს მთავრობის გაკრიტიკება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყნის გაჩერების გამო, რადგან ოქსფორდის მოდელის სიზუსტე ჯერ არ არის დადასტურებული და ნებისმიერ შემთხვევაში, სოციალური დისტანცირება დაავადებული ადამიანების რიცვხს შეამცირებს და მეტიც, ეპიდემიური პიკის დროს შემსუბუქდება ზეწოლა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურზე (NHS).

რაც შეეხება ოქსფორდის კვლევას, ის ემყარება მოდელს, რომელიც ცნობილია, როგორც Covid-19-ის “ამთვისებელ-ინფიცირებულ-გამოჯანმრთელებულთა მოდელი”. ის აგებულია დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მონაცემებიდან. ოქსფორდის მკვლევრებისთვის ვირუსული ქცევის შესახებ ყველაზე დამაჯერებელ ვარაუდი “ჯოგური იმუნიტეტია”, რაც გულისხმობს იმას, რომ ვირუსი შეწყვეტს გავრცელებას, თუ მის მიმართ ადამიანების საკმარისი რაოდენობა გახდება მდგრადი, რადგან უკვე ინფიცირებულები იყვნენ.

მთავრობამ მიატოვა “ჯოგური იმუნიტეტის” არაოფიციალური სტრატეგია – ინფექციის კონტროლირებადი გავრცელების შესაძლებლობის შესახებ – მას შემდეგ, რაც მეცნიერმა მრჩეველებმა განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს წალეკავდა.

თუ ოქსფორდის კვლევის დასკვნები ტესტირებით დადასტურდება, მაშინ არსებული შეზღუდვები შეიძლება იმაზე ადრე მოიხსნას, ვიდრე მინისტრები აცხადებენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ექსპერტმა ეჭვი შეიტანა ვირუსის მიმართ ადამიანის იმუნური რეაგირების სიძლიერესა და ხანგრძლივობაში, პროფესორმა გუპტამ თქვა, რომ არსებული მტკიცებულებები მას არწმუნებს იმაში, კაცობრიობა ჩამოაყალიბებს “ჯოგურ იმუნიტეტს” Covid-19-ის წინააღმდეგ.

აუცილებელი მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად, ოქსფორდის ჯგუფი თანამშრომლობს კემბრიჯის და კენტის უნივერსიტეტების კოლეგებთან, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყონ ანტისხეულების ტესტირება მოსახლეობაშო, სპეციალიზებული ნეიტრალიზაციის ანალიზებით, რაც უზრუნველყოფს დამცავი იმუნიტეტის მონაცემების საიმედო აღრიცხვას. 

მათ იმედი აქვთ, რომ ამ კვირის ბოლოს დაიწყებენ ტესტირებას და რამდენიმე დღეში წინასწარ შედეგებსაც მიიღებენ.

 

ორიგინალი: https://www.ft.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.