fbpx

დისტანციური დიალოგი მუსიკით – მალე ნიკოლოზ რაჭველის და ლიზა ბათიაშვილის ახალი ალბომი გამოდის


გააზიარე სტატია

“კონცეპტარტი” ლიზა ბათიაშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ვიდეოს აქვეყნებს.

კლასიკური მუსიკის ყველაზე ავტორიტეტულმა აუდიო/ვიდეო გამომცემლობამ Deutsche Grammophon (დოიჩე გრამაფონი) უკვე ოფიციალურად დააანონსა მათ მიერ პროდუსირებული ახალი აუდიო ალბომის Lisa Batiashvili & Nikoloz Rachveli: CITY LIGHTS გამოსვლა.

 

ჩაპლინი

დისტაცნიური დიალოგი მუსიკით <3 Liza Batiashvili & Nikoloz Rachveli თბილისისა და მიუნჰენის სახლებიდან ლიზა ბათიაშვილი და ნიკოლოზ რაჭველი თქვენთვის ჩაპლინის თემას ასრულებენ ახალი ალბომიდან CITY LIGHTS.Deutsche Grammophon ახალი ალბომის პრეზენტაციას 1 ივნისს ბერლინის კოცერტჰაუზში გეგმავს. პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ქეთი მელუა, ვიოლონჩელისტი მაქსიმილიან ჰორნუნგი, კლასიკური გიტარისტი მილოშ კარადაგლისი და გრემის მფლობელი ლეგენდარული ჯაზ-მესაყვირე თილ ბრონერი.#კონცეპტArt

Gepostet von ConceptArt • კონცეპტArt am Montag, 23. März 2020

 

დისკი CITY LIGHTS შედგება 12 კომპოზიციისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს აირესი, ნიუ იორკი, თბილისი და სხვა. თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს თანამედროვე და ასევე ლეგენდარული კომპოზიტორების (ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ყანჩელის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას) მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის, ახალი ტიპის დრამატურგიითა და ორიგინალური გაორკესტრებით.

CITY LIGHTS სრული სახით (CD / LP) 1 ივნისს გამოვა და მისი პრეზენტაცია ბერლინის კონცერტ-ჰაუზში Rundfunk-Sinfonieorchester Berlin-ის მონაწილეობით იგეგმენა. აღნიშნული პროექტი მიწვეულია მრავალ საერთაშორისო ფესტივალსა და სახელგანთქმულ საკონცერტო დარბაზებში სხვადასხვა სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან ერთად. ალბომში 8 ნაწარმოები ბერლინის ორკესტრთან, ხოლო 4 ნაწარმოები საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით ჩაიწერა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.