fbpx

არ შეეხოთ კარის სახელურს – 3D პრინტერით შექმნილი ახალი აქსესუარი


გააზიარე სტატია

 

არ შეეხოთ კარის სახელურს – 3D პრინტერის საშუალებით შექმნილი კარის სახელური, რომელიც ხელის შეხების გარეშე მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების პროცესს შეანელებს.

კარის სახელური ერთ-ერთია იმ საგნებს შორის, რომელიც მიკრობებით ყველაზე მეტადაა დაბინძურებული. ციფრული დიზაინის სტუდია Materialise-მ შექმნა სამგანზომილებიანი კარის სახელურის მოდელი, რომლის გამოყენებითაც კარის გაღებას ხელის შეხების გარეშე შევძლებთ. 

პროექტის შემუშავებისას რისკების შემცირების ჯგუფმა ჩაატარა  კვლევა ვირუსის გავრცელების შესახებ და აღმოჩნდა, რომ დაფარული ხელით ზედაპირებზე შეხება Covid19-ის შემდგომ გავრცელებას ამცირებს. უკეთესი და უფრო ჯანსაღი სამყაროს შექმნისთვის შესაძლებელია ციფრული ფაილების მატერიალიზება, რათა ადამიანებმა და კომპანიებმა მთელ მსოფლიოში შეძლონ კარის სახელურის დამონტაჟება სახლებში, საავადმყოფოებში, ქარხნებსა და მოხუცებულთა სახლებში.

კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად დიზაინერების გუნდმა  შეიმუშავა კარის სახელური, რომლის ინსტალაციაც მარტივია. სახელურის დაყენების  პროცესი მომხმარებლისგან არ მოითხოვს ხვრელების გაბურღვას და არც კარის სახელურის შეცვლას. საჭიროა ორი  სამგანზომილებიანი ნაწილის ხრახნებით დამაგრება უკვე არსებულ კარის სახელურზე. 

ციფრული წარმოების პროცესის ბუნება ინჟინრებს მატერიალიზაციაში ეხმარება და საშუალებას აძლევს სწრაფად მონახონ გამოსავალი არატიპური სცენარებისთვის. ოცდაოთხ საათში გუნდი ქმნის, ამოწმებს და მოქმედებაში მოჰყავს თავისი პირველი სახელური, რომელიც ხელის შეხების გარეშე მოქმედებს, ეს ყველაფერი კი მოქნილი სამგანზომილებიანი ბეჭდვის საშუალებით ხდება. 

ნებისმიერ მსურველს შეუძლია კორონავირუსის გავრცელების შემცირების საქმეში თავისი როლი შეასრულოს – გადმოტვირთოს უფასო ფაილი და დაბეჭდოს ვირტუალური მოდელის ნივთიერი ვერსია სამგანზომილებიანი პრინტერის საშუალებით. 

არ არის საჭირო თქვენი კარის სახელურის შეცვლა, ინსტალაცია არ მოითხოვს ხვრელების ამობურღვას.

სამგანზომილებიანი ფაილის გადმოწერა უფასოდ არის შესაძლებელი და ყველასთვის  ხელმისაწვდომია.


ორიგინალი: https://www.designboom.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.