fbpx

4 უგემრიელესი კოქტეილი, რომელიც სახლში შეგიძლიათ მოამზადოთ


გააზიარე სტატია

არსებობს წარმოდგენა, რომ კოქტეილები აუცილებლად ბარში უნდა მზადდებოდეს პროფესიონალი ბარმენის მიერ. ეს არ არის სწორი, რადგან გემრიელი, მომაჯადოვებელი გემოს შექმნა სახლის პირობებში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბარმენის გამოცდილება.

თუ თქვენ კოქტეილები ძალიან გიყვართ და შექმნილი ვითარების გამო მოგენატრათ ბარებში სიარული, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის. ჩვენ გაგიზიარებთ 4 განსაკუთრებულ რეცეპტს უგემრიელესი კოქტეილების მოსამზადებლად, რათა დაგეხმაროთ თვითიზოლაციის შესამსუბუქებლად.

მთავარია  #დარჩეთსახლში და ისიამოვნოთ თქვენი შექმნილი შესანიშნავი კოქტეილებით.

 

1. Hennessy Ginger

გაზაფხული უკვე შეეგუა ზამთრის გადასვლას და ტემპერატურამაც საკმაოდ აიწია. ასეთ დროს განსაკუთრებულად გემრიელია კოქტეილი Hennessy Ginger, რომელიც თქვენს ხასიათს აამაღლებს და უკეთეს განწყობაზე დაგაყენებს. თანაც, მისი სიგრილე და არომატულობა იმ დანაკლისს შეგივსებთ, რომელიც თვითიზოლაციის დროს გაქვთ.

Hennessy Ginger-ის მოსამზადებლად საჭიროა:

  • გაავსოთ OLD Fashion ჭიქა  ყინულით;
  • დაამატოთ 40 მლ Hennessy Very Special;
  • დაამატოთ ჯინჯერ ელი ჭიქის შევსებამდე;
  • გაფორმებისთვის გამოიყენოთ  ლაიმის ქერქი ან ჯინჯერის ნაჭერი.

შემდეგ კი მიირთვით და ისიამოვნეთ.

 

2. Hennessy Berry

ეს კოქტეილი კვლავ Hennessy-ის ბაზაზე მზადდება, თუმცა განსხვავებული გემო აქვს. ვისთვისაც უფრო ეგზოტიკური გემოა მისაღები, ეს რეცეპტი სწორედ მათ უნდა გამოიყენონ. მომზადება ძალიან მარტივია და ცოტა დროს წაგართმევთ, სამაგიეროდ შედეგით ძალიან ისიამოვნებთ.

  • გაავსეთ OLD Fashion ჭიქა  ყინულით;
  • დაამატეთ 40 მლ Hennessy Very Special;
  • დაამატეთ  კენკრის წვენი ჭიქის შევსებამდე (შეგიძლიათ დაამატოთ ანანასის წვენიც);
  • გაფორმებისთვის გამოიყენეთ ლიმონის ან ლაიმის ნაჭერი.

 

3. Glenmorangie Zest

Glenmorangie Zest სწორედ ის კოქტეილია, რომელიც Glenmorangie Original-ის ვისკით მზადდება და პრემიუმ კლასის კოქტეილად ითვლება. გლენმორანჯის ბრენდს საუკუნოვანი ისტორია აქვს ვისკის მომზადებაში და მისი გემოვნური თვისებები განსაკუთრებულია. რაც შეეხება გლენმორანჯი ორიგინალს, ის შოტლანდიური და ამერიკული გემოს სინთეზს წარმოადგენს და 10-წლიანი დაძველება აქვს.

Glenmorangie Zest-ის რეცეპტი:

  • OLD Fashion ჭიქაში  ჩააგდეთ რამოდენიმე ნატეხი ყინული;
  • დაამატეთ 40 მლ Glenmorangie Original;
  • დაამატეთ 3 წვეთი ანგოსტურას ბიტერი;
  • გააფორმეთ ფორთოხლის ან ლიმნის ქერქით.

შემდეგ კი შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი საყვარელი მუსიკა და განიტვირთოთ, ან უყუროთ ფილმებს და ისიამოვნოთ კოქტეილის გემოსთან ერთად.

 

4. ბელვედერ შპრიცი

ეს კოქტეილი გამოირჩევა განსაკუთრებულად არომატული არყის, პოლონური ბელვედერის გემოთი, რომლის მოსამზადებლადაც დაგჭირდებათ ღვინის ჭიქა და სხვა დანამატები. ბელვედერი 1993 წელს გამოვიდა პირველად და მსოფლიოს საუკეთესო პრემიერ კლასის არყებს შორის საპატიო ადგილს იკავებს, ასე რომ, ამ კოქტეილის გემოთი აღფრთოვანებული დარჩებით.

რა არის მოსამზადებლად საჭირო:

  • ღვინის ჭიქაში დავამატოთ რამოდენიმე ნატეხი ყინული;
  • დაამატეთ 30 მლ ბელვვედერის არაყი;
  • დაამატეთ 30 მლ  ლილე ბლანი ან ვერმუტი;
  • დაამატეთ გრეიფრუტის ერთი ან ორი ნაჭერი;
  • ტონიკის დამატებით შემატეთ კოქტეილს საბოლოო შტრიხები.

შემდეგ კი მიირთვით ისე, რომ ყინულმა ბოლომდე დადნობა ვერ მოასწროს.

თუ ჰენესი სახლში არ გაქვს, არაუშავს. გლოვოს მეშვეობით ალკორიუმის ქსელში შეგიძლია შეიძინო Hennessy VS და მიიღო საჩუქრად კოქტეილ Hennessy Ginger-ისა Hennessy Berry-ის დასამზადებლად საჭირო ინგრიდიენტები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.