fbpx

დეკორატიული ცხოველების ფორმის სანთლები, რომლებსაც სათამაშო ჩონჩხიც მოჰყვებათ


გააზიარე სტატია



დიზაინერებმა სორან არნადოტირმა და  დენ კოველენდმა ცხოველების ფორმის მქონე სასაცილო სანთლები შექმნეს. სანთლები თავდაპირველად  შთამბეჭდავად გამოიყურებიან, დნობის შემდეგ კი მათ ადგილას შესაბამისი ცხოველის ჩონჩხი რჩება.

“ერთ დღესაც, როცა სანტა-კლაუსის ფორმის სანთლის დნობას ვუყურებდი, რომელიც ნელ-ნელა ფორმას კარგავდა და გამდნარი ცვილის გუბეში იღვრებოდა, ვიფიქრე,  შესაძლებელი იყო თუ არა, ეს უბრალო რიტუალური მსხვერპლშეწირვა ცვილის შემაძრწუნებელ თეატრად მექცია”, – გაგვიმჟღავნა ინფორმაცია იდეის შესახებ არნადოტირმა.

კომპანია PyroPet Skeleton Candles-ი სხვადასხვა ფერის ცხოველის ფორმის მქონე სანთლებს გვთავაზობს.

დნობის ადგილას კი რჩება მათივე ჩონჩხი, რომელიც ოქროს ან ვერცხლისგან არის დამზადებული.



ორიგინალი: https://9gag.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.