fbpx

Gucci & სებასტიან ერასი წარმოგიდგენთ – კუბური სადარბაზოების თვალისმომჭრელ იატაკებს


გააზიარე სტატია

 

სებასტიან ერასი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და შთაბეჭდილებებს ფოტოგრაფიით გადმოსცემს. მისი თემები მრავალფეროვანია: ქუჩის ფოტოგრაფია, პორტრეტები, ქალაქების არქიტექტურა, ვიტრინები. თუმცა, მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემა საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების იატაკებია. ბარსელონის, ვენეციის, ლონდონის შემდეგ, ფოტოგრაფმა კუბაზე იმოგზაურა. პროექტი იტალიური მოდის სახლ Gucci-ს სპონსორობით განხორციელდა.

სებასტიან ერასის ობიექტივში რამდენიმე ქალაქის – ჰავანის, სანტა-კლარასა და ტრინიდადის სახლების იატაკები მოხვდა. მისი თქმით, კუბას ფენომენალური კოლორიტული ესთეტიკა ახასიათებს, ესპანურ სტილში შესრულებული ადგილობრივი იატაკი საოცრად მომხიბვლელია თავისი მხიარული, საკარნავალო ფერებით, უნიკალური დეკორატიული მოხაზულობებით გამოირჩევა, სიძველე კი განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

საინტერესოა ისიც, რომ ფოტოგრაფს ძალიან გაუჭირდა ჰავანაში მუშაობა, რადგან   საცხოვრებელი ფართები, უმეტესად. პირველ სართულებზეა განთავსებული და სადარბაზოების სისტემა არაა გათვალისწინებული. შესაბამისად, მოზაიკური იატაკების პროექტის შესაქმნელად, სახლების მფლობელთა თანხმობა და სხვა სირთულეების დაძლევა მოუხდა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.