fbpx

დღიურები და რჩევები თვითიზოლაციიდან – ანანო ბაკურაძე – დღე 3


გააზიარე სტატია

დღე 3 

 

სამი ჩემი საყვარელი ციფრია. 

და დღეს ჩემი ძმის პიესას ვკითხულობდი და გავიგე, რომ ღმერთი სამობით კი არა, სამებით ყოფილა. 

პიესები კარგი თავშესაქცევია, სცენარებიც. კარგად იკითხება და თუ დიდი ხანია არაფერი წაგიკითხავთ და ტექსტთან მიბრუნება გიჭირთ, შეგიძლიათ პიესებით ან სცენარებით დაიწყოთ. 

დღეს შესანიშნავი გასართობები მოვიფიქრე თქვენთვის. 

 

პირველი ჩემი საყვარელი youtube არხების სიას შემოგთავაზებთ:

Ted Ed – ეს არის Ted Talk-ის გასართობ-საგანმანათლებლო პლატფორმა 

Ted Talk – თედ თოკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა, რომელიც 10-15 წუთით  სცენას უთმობს სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების ადამიანს. აქვე ლინკს დავურთავ.

All time my favorite speech: 

 

Great Big Story – CNN-ის ამბების თხრობის პლატფორმა. სხვათა შორის საინტერესო ისტორია აქვთ, როცა მიხვდნენ, რომ სი-ენ-ენ-ის მაყურებლის საშუალო ასაკი 67 წელი იყო, გადაწყვიტეს შეექმნათ პლატფორმა, რომლის მაყურებლის საშუალო ასაკი 27 წელი იქნებოდა, ჰოდა მივიღეთ Great Big Story. 

Kurzgesagt – ეს არის ყველაზე ლამაზი და შინაარსიანი ვიდეოების პლატფორმა მსოფლიოში. რამდენიმე ენაზე შეგიძლიათ სუბტიტრები ჩაურთოთ, თუ მაინცდამაინც ინგლისური არ იცით. 

VOX – ვოქსიც – როგორი უნდა იყოს თანამედროვე მედია, ჩემთვის ამის შესანიშნავი მაგალითია 

და აქვე მივაწერ VICE-ს, სადაც მე თვითონაც სიამოვნებით ვიმუშავებდი.  

მე იუთუბ-ზე სერფინგს კვირაში, დაახლოებით, სამ დღეს და დღეში 3-4 საათს ვუთმობ ხოლმე. ეს პროფესიული რეფლექსი მას შემდეგ გამოვიმუშავე, რაც ტელევიზიიდან ციფრულ მედიაში გადმოვინაცვლე და აუცილებელი გახდა მცოდნოდა ყველაფერი, რასაც ჩემი კოლეგები მსოფლიოს გარშემო ქმნიდნენ. თუ თქვენც ჩემსავით კინო ან მედია სფეროში ხართ, შესანიშნავი უნარია და გირჩევთ თქვენც იმუშაოთ ამაზე.

 

ჰო, კიდე რა? 

ფანჯრის რაფაზე ვჯდები ხოლმე და თუ ვინმე გაივლის ქუჩაში, სახელებს ვურჩევ და ვარქმევ. სასაცილო თამაშია. 

აეროპორტებში, როცა მარტო ვმოგზაურობ და ეს ხშირად ხდება, თავს ამით ვირთობ ხოლმე და უკვე პროფესიონალი სახელების მომგონებელი ვარ. 

 

პ.ს. ტირამისუს გაკეთებაც მოვასწარი ნუცის რეცეპტით

ჯანმრთელობას გისურვებთ ისევ, და შემდეგზე იაპონური ანიმეების სიას შემოგაშველებთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.