fbpx

ონლაინ კინოპრემიერა: აპოკალიპტური დრამა “8 წუთი“


გააზიარე სტატია

აპოკალიფსი. მზე ქრება. დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას 8 წუთი სჭირდება… მთელი სამყარო პანიკაშია, ერთი ადამიანის გარდა. ის აპოკალიფსს პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად აქცევს –  მგონი ზუსტად დროულია ონლაინ კინოპრემიერაში წარმოგიდგინოთ აპოკალიპტური დრამა – დათო აბრამიშვილისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმი “8 წუთი“

8 წუთი პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. 100-მდე სელექცია და 25-მდე გამარჯვება,  Sibler Films-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი არაერთი უცხოური კინოფესტივალის შერჩევაში მოხვდა და გაიმარჯვა:

რუმინეთის, იზმირის, ინდოეთის, ინსბრუკის, სიდნეის (best sci-fi), ვენესუელის, პორტუგალიის და ყველაზე გლობალური – მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალებზე. ამ უკანასკნელის წყალობით, ფილმმა 2018 წლის ოსკარებზე მონაწილეობის უფლება მიიღო.

 

„Sibler Films“

  • სცენარისტი – გიორგი დოდიჩაიშვილი, ზაზა კოშკაძე , მარი ბექაური
  • აღმასრულებელი პროდიუსერი – გეგა ხმალაძე
  • პროდიუსერი – მაგდა დათუაშვილი
  • რეჟისორი – გიორგი გოგიჩაიშვილი, დავით აბრამიშვილი
  • გადამღები ჯგუფი
  • ოპერატორი – ალექსანდრე დარახველიძე
  • მხატვარი – „slowpulse”
  • კომპოზიტორი – ზურა ვაჩნაძე
  • მსახიობი – სლავა ნათენაძე, გიორგი შარვაშიძე, ანი ბებია

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.