fbpx

საპირველაპრილო ხუმრობები “გაუქმდა”, მაგრამ მსოფლიო მას მაინც აღნიშნავს


გააზიარე სტატია


წელს პირველი აპრილის აღმნიშვნელებს არ გაუმართლათ – ხუმრობისთვის არავის სცალია. Google-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საპირველაპრილო ხუმრობებთან დაკავშირებით ტაიმ-აუტს იღებდა. ტაივანსა და ტაილანდში სახუმარო დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დიდი ფულადი ჯარიმები და ციხეც კი დააწესეს. თუმცა, მაინც შეგვიძლია გადავხედოთ ამ უცნაური და ბევრისთვის გამაღიზიანებელი ტრადიციის ფესვებს მსოფლიოს მასშტაბით. 

 

როგორც წესი, ადამიანებს 1 აპრილს ორი მიზანი აქვთ – რაც შეიძლება კარგად მოიტყუონ და თავად არ მოტყუვდნენ. შესაძლოა ეს ტრადიცია საფრანგეთში ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში წარმოიშვა, როდესაც მეფე ჩარლზ IX-ს გრიგორიანული კალენდარზე გადასვლა და ახალი წლის შედგენა სურდა, რომელიც ამ კალენდრის მიხედვით 1 იანვარს იწყებოდა, ადრე კი – 1 აპრილს. 

მათ, ვინც ახალი კალენდარი მიიღო, ძველის მიმდევრების დაცინვა დაიწყეს. მეორე თეორიის მიხედვით, ეს დღე პოპულარული რომაული ფესტივალიდან, ჰილარიადან იღებს სათავეს, რომელიც “ღმერთების დიდ დედას” – Cybele-ს ეძღვნებოდა. ამ დღეს უამრავი თამაშითა და ოინით აღნიშნავდნენ, რომლებსაც საზღვარი არ ჰქონდა.

როგორიც უნდა იყოს ამ დღის ნამდვილი წარმოშობა, ის, რაც არ იცვლება, არის მისი მიზანი – ხალხის მოტყუება და ამით გართობა. წარმოგიდგენთ როგორ აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღეს.

 

საბერძნეთში

ეს დღე ცრურწმენად იქცა. რწმენა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი წარმატებით მოატყუებს ვინმეს, მაშინ მას მთელი წლის განმავლობაში გაუმართლებს. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში მიიჩნევენ, რომ მათ, ვინც კარგად იხუმრებს, კარგი მოსავალიც ექნებათ. ზოგიერთი 1 აპრილს ვედროს დაატარებს, რადგან ფიქრობენ, რომ ამ დღის წვიმის წყალს სამკურნალო ძალა აქვს.

 

ირანში

ტყუილების დღეს ე.წ Sizdah Bedar-ით, ანუ ბუნების დღით აღნიშნავენ. ეს ფესტივალი სპარსული ახალი წლიდან მე-13 დღეს, ჩვეულებრისამებრ 1 ან 2 აპრილს აღინიშნება. ტრადიციაა ბუნებაში დროის გატარება და პიკნიკზე გასვლა და იგი ძვ.წ. 536 წლით თარიღდება. ამის გარდა, ხალხი ერთმანეთს ატყუებს, ადგილობრივები სრულიად უცნობებსაც აშინებენ ქუჩაში, შემდეგ ბოდიშს უხდიან და უხსნიან, რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა.

 

პორტუგალიაში

ეს დღე კვირას და ორშაბათს აღინიშნება, დიდ მარხვამდე. აღნიშვნის პორტუგალიური გზა კი უნიკალურია – ფქვილის შეყრა ერთმანეთზე, ადამიანები კი ხშირად ობიექტების სახეებს ირჩევენ.

 

ინდოეთში

ხალხი დღესასწაულს ისე აღნიშნავს, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში – კოლეგების, მეზობლების, მეგობრების და ოჯახის წევრების მოტყუებით. თუმცა ზოგიერთ ნაწილში აღნიშვნა მნიშვნელოვნად განსხვავდება. ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც Hindu Holi-ს ფესტივალთანაა დაკავშირებული, ადამიანები “მსხვერპლს” ფერად ფხვნილს აყრიან და წყალს ასხამენ. 

 

ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში

აპრილის ტყუილების დღე განსაკუთრებით პოპულარული ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში არ არის. მისი ექვივალენტია 28 დეკემბერი, რომელსაც ჰქვია el DÃa de los Santos Inocentes, ანუ წმიდა უდანაშაულოების დღე. ადამიანები ერთმანეთზე ხუმრობენ და ეძახიან “უდანაშაულოს!”, ნაცვლად “აპრილის სულელოსი!”. მედია ყალბ ამბებს 28 დეკემბერს ავრცელებს. 

 

შვედეთში

მას შემდეგ, რაც ხრიკს წარმატებულად შეასრულებენ, ამბობენ ფრაზას: “April, april din dumma sill, jag kan lura dig vart jag vill,” რაც ნიშნავს – “აპრილი, აპრილი, შე სულელო, მე შენი მოტყუება ყველგან შემიძლია, სადაც მომინდება”. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა ძალიან გრძელია, ითვლება, რომ ხუმრობა მის გარეშე დასრულებული არ არის. შარშან საუკეთესო შვედური ხუმრობა იყო,როდესაც მოიტყუეს, რომ სკანსენიდან (პირველი მუზეუმი და ზოოპარკი ღია ცის ქვეშ შვედეთში) 130-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის მაიმუნები, ზებრები და დათვები გამოიქცნენ და სტოკჰოლმის ქუჩებში დადიოდნენ.  

1980 წელს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედური ხუმრობა გამოქვეყნდა ჟურნალში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში “დღის დაზოგვის დრო (DST)” შემოიღეს – დრო, რომელიც მოცემულ სასაათო სარტყელში მიღებულ დროსთან შედარებით ერთი საათით წინაა გადაწეული. შესაბამისად, გაზეთი იუწყებოდა, რომ ყველა  საათი არასწორ დროს აჩვენებდა. ამან დაბნეულობა გამოიწვია და არავინ იყო დარწმუნებული, რეალურად რა დრო იყო (DST შვედეთში სინამდვილეში 1980 წლის 6 აპრილს შემოიღეს).

1 აპრილი ბრაზილიაში ცნობილია ორი სახელით: “o dia das mentiras”, რაც ნიშნავს ტყუილების დღეს და “dia dos bobos”- გასულელებულების დღეს. ეს დღე პოპულარული 1828 წელს გახდა, როდესაც სატირულმა გაზეთმა A Metira-მ  სტატია გამოაქვეყნა იმპერატორისა და ბრაზილიის დამაარსებლის, დონ პედროს გარდაცვალების შესახებ. გაზეთის ბოლო გამოცემაში გამოქვეყნდა არარსებული მისამართი, სადაც ინვესტორებს წასვლა და თავიანთი თანხის მიღება შეეძლოთ. 

ზოგიერთი ბრაზილიელი 1 აპრილს  Dia de Mentira-ს უწოდებს, რადგან სწორედ ამ სატირულმა გამოცემამ გახადა ეს დღე პოპულარული. ადგილობრივები ხუმრობებს მსუბუქად იღებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ თეთრი ტყუილები არის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის გზა თანამედროვე მსოფლიოში.

 

ორიგინალი: https://247wallst.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.