fbpx

7 საინტერესო ამერიკული ფილმი დამოუკიდებელი სტუდიებისგან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო ჩიჩუა, 1991 Productions
ილუსტრაცია: სიმონ პრადეს

 

დღეს, როდესაც ბევრ ჩვენთაგანს მეტი შესაძლებლობა მოგვეცა, რომ საყვარელ საქმიანობას დავუთმოთ დრო (იქნება ეს წიგნის კითხვა, ფილმის ყურება, კულინარია თუ სხვა) გადავწყვიტეთ ჩვენი პატარა წვლილიც შევიტანოთ საინტერესო ფილმების გაზიარებაში.

არ მოგაწყენთ თავს კლასიკით, რომელზეც ბევრი რამ დაწერილა და ბევრიც გვინახავს. Სანაცვლოდ, გთავაზობთ ბოლო წლების გემოვნებიან დამოუკიდებელ (და დაბალბიუჯეტიან) ამერიკულ კინოს – ეგრეთ წოდებულ “indie” ფილმებს რომლებმაც, გარკვეული ვიწრო წრეების გარეთ, ფურორის გარეშე ჩაიარეს (თუმცა, ეს არის ფილმები, რომლებმაც ამერიკის აკადემიის ნომინაციები დაიმსახურეს, არანაკლებ მნიშვნელოვანი Independent Spirit Awards ჯილდოები მოიპოვეს და კანის, სანდენსის თუ სხვა ფესტივალებზე წარსდგნენ). Დიდი სტუდიების შეზღუდვებისა და პროტოკოლის მიღმა შექმნილი ეს ფილმები ხშირად უფრო სიღრმისეულად უდგებიან ამერიკულ რეალობასა თუ ზოგადად ადამიანის ბუნებას და საინტერესო ნააზრევს წარმოგვიდგენენ.

გთავაზობთ თითო ფილმს კვირის ყოველი დღისთვის. Ფილმები ჩამოთვლილია ქრონოლოგიურად:

 

The Farewell, 2019

ბიუჯეტი: $3 მილიონი

ჩემი ფავორიტი. Ჩინური წარმოშობის ამერიკელმა რეჟისორმა ლულუ ვანგმა ფილმის სცენარი საკუთარი თავის (ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდის) და თავისი ბებიის (ჩინეთში მცხოვრები მოხუცის) ურთიერთობაზე დააფუძნა. Ფილმი კულტურათა ჯახზე იუმორით მოგვითხრობს, რაც განსაკუთრებით გულზე მოგხვდებათ ემიგრანტებს, ან ვისაც თუნდაც სტუდენტობის წლები გაუტარებია უცხოეთში. Ფილმის მსვლელობისას აღმოაჩენთ თუ რამდენად ახლოა ჩვენი კულტურა ჩინურ კულტურასთან და წეს-ჩვეულებებთან. Განსაკუთრებით დროულია ამ ფილმის ნახვა ვირუსის რეალობაში, როდესაც საზოგადოებაში ბევრი, რასაზე ორიენტირებული კომენტარი კეთდება, დაწყებული ამერიკის პრეზიდენტით და დამთავრებული ჩვენი “ფეისბუქ მეგობრების” კედლებით.

 

The Florida Project, 2017

ბიუჯეტი: $2 მილიონი

შონ ბეიკერის ფილმის მოქმედება დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელების ხასხასა ფერებად შეღებილ საცხოვრებელ კომპლექსში ვითარდება, რომელიც იქ მცხოვრები 6 წლის მუნისთვის და მისი სამეგობროსთვის საოცრებათა ქვეყანას უფრო ჰგავს. უილიემ დეფოს გვერდით, ინსტაგრამზე აღმოჩენილი, არაპროფესიონალი მსახიობი ბრია ვინიატე ახალგაზრდა დისფუნქციური დედის როლს არაჩვეულებრივად ასრულებს. ეს ფილმი მარგინალიზებული საზოგადოების პორტრეტს განსაკუთრებული ბუნებრიობით, ჰუმანურობით და ვიზუალური ესთეტიკით გვიხატავს.

 

American Honey, 2016

ბიუჯეტი: $3.5 მილიონი

“road movie” დაბალი ფენის ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებაზე, რომლებიც ქლაქიდან ქალაქში კონკრეტული დანიშნულების წერტილის გარეშე მოგზაურობენ და ფულს კარ და კარ ჟურნალების გაყიდვით აგროვებენ. Ანდრეა არნოლდი სასიყვარულო ისტორიასაც აქსოვს ნარკოტიკით და ალკოჰოლით სავსე დრამაში. ნიჰილისტური ელემენტების მიუხედავად, ფილმი მაინც იმედით და თავისუფლებითაა სავსე. Ფილმი Არაპროფესიონალი მსახიობის (საშა ლეინი) და ვარსკვლავის (შაია ლაბაფი) ტანდემის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

 

Beasts of the Southern Wild, 2012

ბიუჯეტი: $1.8 მილიონი

ბენ ზეიტლინის ფილმი შერეული რასის გამოგონილ კომუნაზე მოგვითხრობს, რომელიც წყლისპირა მიწის ნაგლეჯზე, ყველასგან მოწყვეტილი, თითქოს და უდარდელად ცხოვრობს. Ისტორიის ცენტრში კი შეუპოვარი 6 წლის გოგონაა (ქუევენჟანე უოლისი). Ფილმი სტანდარტული თხრობის და განვითარების სანაცვლოდ, ენერგიულ აპოკალიპტურ ზღაპარს გვთავაზობს, რომელიც ირიბად თანამედროვე კლიმატურ ცვლილებებზეც დაგვაფიქრებს. Აღსანიშავია რომ ფილმის მუსიკა, რომელმაც მრავალი ჯილდო მოიპოვა, თავად რეჟისორის თანაავტორობითაა შექმნილი.

 

Martha Marcy May Marlene, 2011

ბიუჯეტი: $0.6 მილიონი

ეს მიკრობიუჯეტიანი ფილმი რეჟისორის შონ დურკინის და მსახიობის ელიზაბეტ ოლსენის დებიუტია. Მარტა, რომელმაც Რელიგიურ კულტს დააღწია თავი, ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და თავის უფროს დასთან გადადის საცხოვრებლად. თუმცა კულტის ლიდერის სასტიკმა მოპყრობამ მასზე ღრმა კვალი დატოვა. ამ Ფსიქოლოგიური ტრილერის სცენარი შეიძლება არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ ფილმი პარანოიით მოცული გოგონას კულტის წევრობის გამოცდილებას სულისშემძვრელად გვიხატავს.

 

Take Shelter, 2011

ბიუჯეტი: $4.75 მილიონი

კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ტრილერი, ამ ჯერად კაცის შესახებ, რომელსაც კატასტროფის მომასწავლებელი შტორმის სიზმრები და ხედვები აქვს. Ჯეფ ნიკოლსის ფილმი მსახიობ Მაიკლ შენონზე დგას. ის განსაკუთრებული ოსტატობით განასახიერებს მთავარ გმირს, რომელიც შინაგან შფოთს ცოლისგან (ჯესიკა ჩესტეინი) და კოლეგებისგან ფარავს. Ნიკოლსის დახვეწილი თხრობა განსაკუთრებული სპეც-ეფექტების გარეშე, მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს მაყურებელს.

 

Winter’s Bone, 2010

ბიუჯეტი: $2 მილიონი

იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი Მსახიობის, Ჯენიფერ ლორენსის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რომლის შედეგად მისმა კარიერამ აღმავლობა დაიწყო. Რეჟისორი Დებრა გრანიკის ფილმი, ოჯახის გადარჩენის მიზნით, მამის საძებრად წასული გაბედული 17 წლის გოგონას ერთგვარი ოდისეაა ტრილერის ელემენტებით.

*Წინასწრი განზრახვის გარეშე აღმოჩდა, რომ აქ ჩამოთვლილი ფილმების უმეტეობა ქალის პერსონაჟზეა დაფუძნებული. Ქალი და კაცი Რეჟისორები კი თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული 🙂

ვეცდებით ყოველ ოთხშაბათს გაგიზიაროთ საინტერესო იდეები 1991-ის გვერდზე.

 

#1991ფროდაქშენს

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.