აშშ-ს დაზვერვის განცხადებით, ჩინეთი ვირუსის გავრცელების მასშტაბებს მალავს
ავტორები: ნიკ ვადჰემსი და ჯენიფერ ჯეიკობსი
ჩინეთმა დამალა კოროვირუსის გავრცელების მასშტაბები თავის ქვეყანაში – აშშ სადაზვერვო წყაროებმა თეთრი სახლისთვის მომზადებულ საიდუმლო მოხსენებაში დაასკვნეს, რომ საქმე ეხება ორივე მონაცემს – ინფიცირებულთა რაოდენობასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ამ ინფორმაციას აშშ-ს სამი თანამდებობის პირი იუწყება.
ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ იდენტიფიცირებულები არ ყოფილიყვნენ, რადან ეს მოხსენება საიდუმლო ხასიათისაა და მათ ასევე უარი განაცხადეს მისი შინაარსის დეტალების შესახებ საუბარზე. მათი თქმით, ჩინეთის საჯარო მოხსენება ინფიცირების შემთხვევებსა და გარდაცვალებაზე მიზანმიმართულად არაზუსტია. ოფიციალურმა ორმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ანგარიში დასკვნით, ჩინეთის რიცხვები ყალბია.
ვირუსის გავრცელება ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში 2019 წლის ბოლოს დაიწყო, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემებით კი ქვეყანამ საჯაროდ მხოლოდ 82000 შემთხვევა და 3,300 გარდაცვალება გამოაცხადა. ეს შედარებულია აშშ-ში 189,000-ზე მეტ შემთხვევასა და 4000-ზე მეტ სიკვდილზე – ქვეყანას მსოფლიოში საჯაროდ გამოცხადებულ ინფორმაციას შორის ყველაზე დიდი მაჩვენებლები აქვს.
თეთრი სახლისა და ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს კომუნიკაციების პერსონალმა დაუყოვნებლივ არ უპასუხა კომენტარის გაკეთების თხოვნას.
”რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უკეთესად ვიქნებოდით, თუ ჩინეთი უფრო გულახდილი იქნებოდა”, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა CNN-ზე. ”აშკარაა, რომ მანამდე, სანამ მსოფლიო დეკემბერში შეიტყობდა ჩინეთის ამბავზე, და შესაძლოა, დაახლოებით ერთი თვით ადრე, ეს დაავადება უკვე რეალური იყო.”
საბოლოოდ ჩინეთმა მკაცრი იზოლაცია მოახდინა ნაკლებად ავტოკრატიული ერების მიღმა და არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი სკეპტიციზმი ჩინეთის ცნობილ ციფრებთან მიმართებაში, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ჩინეთის მთავრობამ არაერთხელ გადახედა შემთხვევების დათვლისთვის თავის მეთოდოლოგიას, კვირების განმავლობაში სიმპტომების გარეშე პირების მთლიანად გამორიცხვით, და მხოლოდ სამშაბათს 1500-ზე მეტი ასიმპტომური შემთხვევა დაემატა მთლიან მაჩვენებელს. ჰუბეის პროვინციაში დასაკრძალი ურნების ზვინებმა საზოგადოებაში ეჭვი გამოიწვია პეკინის მონაცემების მიმართ.
ვირუსის გავრცელებაში ჩინეთის როლის შესახებ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან აშშ-ს რესპუბლიკური კანონმდებლები. პანდემიაში პეკინის როლზე ხაზგასმა შესაძლებელია პოლიტიკურად გამოსადეგი იყოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, რომელიც აშშ-ში გავრცელების გამო ცდილობს ბრალეულობა აარიდოს მის ადმინისტრაციას, რომელსაც შეფერხებები ჰქონდა ვირუსის მასობრივი ტესტირებებსა და მარაგების ( როგორიცაა სახის ნიღბები და საავადმყოფო ვენტილატორები) უფრო დიდი წარმოების მობილიზაციაში.
”მცდარია იმის მტკიცება, რომ შეერთებულ შტატებს უფრო მეტი სიკვდილიანობა აქვს, ვიდრე ჩინეთს ”, – ამის შესახებ განცხადება ნებრასკის რესპუბლიკელმა სენატორმა ბენ სასესმა გააკეთა. ”რაიმე საიდუმლო ინფორმაციაზე კომენტირების გარეშე, ეს აშკარაა: ჩინეთის კომუნისტური პარტია კორონავირუსზე იტყუებოდა, იტყუება და სიცრუეს გააგრძელებს რეჟიმის დასაცავად.”
დებორა ბირქსმა, სახელმწიფო დეპარტამენტის იმუნოლოგმა, რომელიც თეთრ სახლს ვირუსის გავრცელებაზე რეაგირების შესახებ რჩევებს აძლევს, სამშაბათს განაცხადა, რომ ჩინეთის საჯარო მოხსენებამ გავლენა მოახდინა ვირუსის ბუნების შესახებ ვარაუდების შექმნაზე.
“სამედიცინო საზოგადოებამ ჩინური მონაცემების ინტერპრეტირება ასე გააკეთა: ეს სერიოზული იყო, მაგრამ იმაზე ნაკლებად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, ეს სავარაუდოდ იმის გამო მოხდა, რომ მონაცემების მნიშვნელოვანი რაოდენობა გვეკარგებოდა, ახლა კი შეგვიძლია დავინახოთ რა დაემართათ იტალიასა და ესპანეთს.”
ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მონაცემების გაყალბებაშია ეჭვმიტანილი. დასავლეთის ოფიციალური წარმომადგენლები მიუთითებენ ირანზე, რუსეთზე, ინდონეზიასა და განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეაზე, რომლებშიც დაავადების არცერთი შემთხვევა “არ დაუფიქსირებიათ”. საუდის არაბეთიც და ეგვიპტეც სავარაუდოდ რიცხვებს ამცირებენ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საჯაროდ მოუწოდა ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს, გამჭვირვალე ყოფილიყვნენ თავიანთ ვითარებაში. მან არაერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი პრობლემის მასშტაბის დაფარვასა და ინფორმაციის ნელა გაზიარებაში, განსაკუთრებით ვირუსის გაჩენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. მან ასევე ქვეყანას ამერიკელი ექსპერტების დახმარების შეთავაზებების დაბლოკვაში დასდო ბრალი.
”ეს მონაცემები მნიშვნელოვანია,” თქვა მან სამშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. ”ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რომ გვქონდეს ნდობა და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებდი: მაქსიმალურად შეაგროვეთ მონაცემები. ყველაფერი გააკეთეთ, რომ გააზიაროთ ეს ინფორმაცია. ჩვენ ამას ვაკეთებთ”
ორიგინალი: https://www.bloomberg.com/