fbpx

ტყუილები 1 აპრილისთვის, რომლებიც თვითიზოლაციაში გამოგადგებათ


გააზიარე სტატია

მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს. თუმცა, იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ დღეს პირველი აპრილია და განტვირთვის მიზნით, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ხუმრობა ნამდვილად არ გვაწყენდა. 

თვითიზოლაციასა და კარანტინში კი იმ ტყუილებსაც უნდა შევუცვალოთ ფორმა, რომლებიც ადრე ალბათ სულ სხვანაირი ხასიათის იქნებოდა.

თუ საფიქრალი ისედაც ბევრი გაქვთ და კრეატიულობის ნაკლებობას განიცდით, რამდენიმე ტყუილის მზა სცენარს შემოგთავაზებთ, რომლებიც თვითიზოლაციაში გამოგადგებათ: 

 

#1. გათიშე სახლის ვაიფაი და ოჯახის წევრებს მოატყუე, რომ მთავრობამ 21 აპრილამდე, ანუ იქამდე, სანამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ინტერნეტთან წვდომაც შეგიზღუდათ. 

 

#2. ახალგაღვიძებულ შვილს სკოლისთვის მომზადება სთხოვე და მოატყუე, რომ მთავრობამ სკოლებში სასწავლო პროცესის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. 

 

#3. გამოეწყვე საგარეო ტანსაცმელში და შენს შინაურ ცხოველს მოატყუე, რომ ძველებურად სამსახურში მიდიხარ და საღამომდე მარტო ტოვებ. 

 

#4. თანამშრომელს მოატყუე, რომ ლეპტოპი გაგიფუჭდა და უფროსმა შენს ნაცვლად მთელი დღის საქმის შესრულება მას გადააბარა. 

 

#5. მშობლებისთვისაც გვაქვს პატარა ტყუილი — დაურეკე დედას ან მამას და დამაჯერებლად მოატყუე, რომ უკან დაბრუნებულს 5 პატარა ლეკვს დაახვედრებ სახლში, რომლებიც შემთხვევით ქუჩაში იპოვე, ძალიან შეგეცოდა და წამოიყვანე. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.