იყიდება წითელი ტიტა!
იყიდე და აჩუქე იყიდება წითელი ტიტა! რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ჟურნალისტ გიორგი ალადაშვილის სტატია სადაც მოგვითხრობდნენ, რომ სოფელ კოლაგში მცხოვრებ 63 წლის კაკო ჯეირანაშვილს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ეზოში დარგული 5 000-ზე მეტი წითელი ტიტა უჭკნება,რადგან ნავთლუღში ყვავილებს ვეღარ ყიდის.
გურჯაანელი მეყვავილეს სიტყვებით, ადრეულ გაზაფხულზე შემოსავლები განსაკუთრებით ჭირს, რადგან ამ დროს სოფლებში გასაყიდი პროდუქციიდან თითქმის არაფერი რჩება. სწორედ ამიტომ დაიწყო მან რამდენიმე წლის წინ ტიტების მოყვანა და რეალიზაცია, რათა წელიწადის ამ დროს მცირე შემოსავლი მაინც მიეღო. თუმცა წელს გავრცელებული ეპიდემიის გამო სეზონზე კაკოს ჯეირანაშვილს არც ერთი ტიტა არ გაუყიდია და, დაახლოებით, 2 000 ლარი დაკარგა.
ხელოვანი მარიამ ნატროშვილი დაუკავშირდა გურჯაანელ მეყვავილეს, გაიგო მისი ანგარიში და ახლა ჩვენ ყველას შეგვიძლია დავეხმაროთ ბატონ კაკოს, ჩავრიცხოთ ფული და შევიძინოთ ტიტები ჩვენთვის, ვაჩუქოთ სხვას ვირტუალურად. ვისაც რამდენი შეგვიძლია.
იყიდეთ ტიტა ვირტუალურად და დაიდეთ კედელზე. დავეხმაროთ ერთმანეთს
ანგარიშის ნომერი: (tbc)
GE62TB7096445061100088
მიმღები: ნანა ბეჟაშვილი
მადლობა გიორგი ალადაშვილს დახმარებისთვის