fbpx

საქართველო და სხვა ქვეყნები, რომლებიც ეპიდემიას წარმატებით უმკლავდებიან – Foreign Policy


გააზიარე სტატია

ავტორი: Audrey Wilson

 

ტაივანის, სამხრეთ კორეის, ისლანდიის, კანადისა და შვედეთის გვერდით გამოცემა Foreign Policy-მ საქართველოც იმ ქვეყნებს შორის მოიხსენია, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიას სამაგალითოდ უმკლავდებიან.


ტაივანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დაფიქსირდა, თუმცა მათ ვირუსის გავრცელების შეკავება შეძლეს და 1 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში Covid 19-ით დაინფიცირების მხოლოდ 329 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის კი მხოლოდ 5 შემთხვევა დამთავრდა ლეტალურად. ტაივანი არ არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი და მის დამოუკიდებლობას არც გაეროს წევრები არ აღიარებენ. ჰილტონ იპის მიხედვით, როგორც კი უჰანში უცნობი დაავადება გაჩნდა, მთავრობამ მაშინვე დაიწყო მოქმედება. ტაივანში 31 დეკემბრიდან ქვეყანაში შემომავალი მგზავრების შემოწმება დაიწყო. მაშინვე ამოქმედდა სისტემა, რომელიც თვითიზოლაციაში მყოფებს გააკონტროლებდა, იანვარში კი სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება დაიწყო (ტაივანს დღემდე არ განუახლებია ექსპორტი, მათ შორის არც ქირურგიული ნიღბებისა).

იპმა განმარტა, რომ ტაივანის ადრეული და ეფექტური პასუხი წარსულში არსებული გამოცდილების შედეგია. “იმის გათვალისწინებით, რომ ტაივანი თავისი გიგანტური მეზობლისგან უამრავ პრობლემას შეეჯახა: ფეიკ-ნიუსების გავრცელებას, სამხედრო მუქარას, 2003 წელს SARS  ეპიდემიის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სამედიცინო ინფორმაციის დამალვას – ქვეყანამ იცის, რომ სრული უსაფრთხოება უნდა დაიცვას, როდესაც ჩინეთში რაღაც სერიოზული პრობლემა ჩნდება”.

სამხრეთ კორეამ, რომელიც ჩინეთის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მასშტაბით გარკვეული დროის მანძილზე მეორე ადგილზე იყო, ასევე შეძლო Covid-19-ის გავრცელების შენელება ქალაქების დახურვის გარეშე. 23 მარტს დევი შრიდერი ამტკიცებდა, რომ  აფეთქების შესაჩერებლად ერთადერთი გზა მასობრივი ტესტირება იყო და ამ გაკვეთილისთვის სხვა ქვეყნებსაც უნდა გადაეხედათ. სამხრეთ კორეა, რომელშიც 51 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყოველდღიურად 20 000 ადამიანს ამოწმებს Covid19-ზე. ინფიცირებული ადამიანების იზოლაციაში მოთავსებით და მათი კონტაქტების დადგენით ვირუსის გავრცელების ჯაჭვი შემცირდა. სამხრეთ კორეა აჩვენებს, თუ როგორც ზღუდავს ეს მოდელი ვირუსის გავრცელებას, ამცირებს ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე და ინარჩუნებს სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე მცირე დონეს.

ჯასტინ ლინგის მიხედვით, კანადამ მოახერხა განეხორციელებინა მასშტაბური ტესტირება მეზობელ შეერთებულ შტატებთან შედარებით. იანვარსა და თებერვალში კანადამ დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწყობა ტესტირებისა და დაავადებულის კონტაქტების მონიტორინგის მიზნით.ამ შემთხვევაში ნაწილობრივ გაამართლა 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის დროს შეძენილმა გამოცდილებამ (მაშინ კანადა იყო აზიის მიღმა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვირუსით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა). კანადაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა კარგად ფინანსდება და აშშ-სთან შედარებით იქ არ არის ლიმიტირებული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც Covid-19-ზე უნდა მოხდეს შემოწმება. “კანადა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ამ მომენტისთვის ემზადებიდა”, – წერდა ლინგი. ადრეული შემთხვევების გამოვლენითა და მათი წარმოშობის დადგენით, კანადამ ვირუსის გავლენა შეამცირა.

ზოგიერთი წარმატების ისტორია ნამდვილად მოულოდნელია. პოდკასტში Don’t Touch Your Face  ემი მაკინონმა Civid-19-ის გავრცელებაზე საქართველოს მყისიერი პასუხი გამოარჩია. “მცირე ზომისა და რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ქვეყანამ თებერვლის ბოლოს სერიოზული ზომები მიიღო, დაიხურა სკოლები, დაიწყო ფართომასშტაბიანი სადიაგნოზო ტესტირება. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 134-ია, არც ერთი შემთხვევა არ დასრულებულა ლეტალურად,” – განუცხადა ქართველმა ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ Mackinnon-ს. “ეს არის ქვეყანა, რომელიც მიეჩვია კრიზისს, გადაიტანა სამოქალაქო ომი, 2008 წელს რუსეთის ინტერვენცია და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბნელი 90-იანი წლები”, – თქვა ანთელავამ.

Mackinnon ესაუბრა ისლანდიელ ჟურნალისტს, ელენა კირიკს. ისლანდიას ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ეს გამოიწვია იმან, რომ ტესტირება მოსახლეობის 5%-ზე მეტს ჩაუტარდა – მათ შორის არა მხოლოდ რისკ-ჯგუფებში მყოფ პირებს, არამედ მათაც, ვისაც არც სიმპტომები აღენიშნებოდა, არც რისკ-ჯგუფებს შედიოდნენ.  კვლევა რეიკიავიკში დაფუძნებულმა კერძო კომპანიამ ჩაატარა. “ისლანდია იძლევა ნათელ სურათს იმისა, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი ზოგადად მოსახლეობაში. თავიდანვე გამოჩენილი ყურადღებით, ფართომასშტაბიანი ტესტირებით, ინფიცირებულთა და რისკ-ჯგუფებში მყოფთა მკაცრი იზოლაციით ისლანდიაში ვირუსის გავრცელების კონტროლი მოხერხდა.

ევროპაში მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, შვედეთი არ იმყოფება იზოლაციაში და ეპიდემიის აფეთქების მაღალი რისკის ფონზე სიმშვიდეს ინარჩუნებს. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 4,947 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მთავრობა მიიჩნევს, რომ ადამიანები მაღალი პასუხისმგებლობით მათი მითითების გარეშე იმოქმედებენ. “არის მოლოდინი, რომ მოქალაქეები აიღებენ პირად  პასუხისმგებლობას, მოერიდებიან ხალხმრავლობას, იმუშავებენ სახლიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეინარჩუნებენ დისტანციას იარაღით ზედამხედველობის გარეშე”, – წერდა ნატალი როტშილდი. მომდევნო  ორ კვირაში გამოჩნდება რამდენად მართებულია ეს მოლოდინი.

 

ორიგინალი: https://foreignpolicy.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.