fbpx

იაპონელმა შეფმზარეულმა ყველა იმ კერძის ილუსტრაცია შექმნა, რომელსაც 32 წლის განმავლობაში მიირთმევდა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Sara Barnes

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა შთამბეჭდავი სალათის ან ლატეს გადაღების ხელოვნება, იაპონელი შეფმზარეული იცუო კობაიაში კი დაუვიწყარ კერძებს ინსტაგრამის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ასახავდა. 

ბოლო 32 წლის განმავლობაში იგი აწარმოებდა კვების დღიურს, რომელშიც იხატავდა ყველა იმ გემრიელ კერძს, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდა. დღიური 1000-ზე მეტი ჩანახატისგან შედგება და მასში დაწვრილებით არის აღწერილი   კერძის მზადების პროცესი – როგორ იხარშება, ან ცხვება და როგორ თავსდება თეფშზე.



კობაიაშიმ დღიურის წარმოება თინეიჯერობისას დაიწყო და პრაქტიკა განაგრძო 20 წლის ასაკშიც, როცა  უკვე სობას რესტორანში შეფმზარეულის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. ამ დროს იგი არა მხოლოდ იმ კერძების ილუსტრაციას აკეთებდა, რომელთაც ამზადებდა, არამედ იმისაც, რასაც სხვა ადგილებზე აგემოვნებდა.

ნახატები და ჩანახატები შეფმზარეულისთვის ასაკის მატებასთან ერთად  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 46 წლის ასაკში მას ალკოჰოლური ნეიროპათია დაუდგინდა, რამაც მისი მოძრაობის შესაძლებლობები შეზღუდა. ახლა იგი დროის უდიდეს ნაწილს სახლში ატარებს, უკვეთავს კერძებს და მათ ილუსტრაციებს აკეთებს.



კობაიაშიმ მსოფლიო აღიარება  თავისი მადისაღმძვრელი ნამუშევრების გამო მოიპოვა. ეს ყველაფერი 2014 წელს დაიწყო, როცა გალერეა  Kushiono Terrace-ის წარმომადგენელმა ნობუმასა კუშინომ კობაიასის ნამუშევრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გამოფენაზე აღმოაჩინა. 

ამის შემდეგ კუშინომ იზრუნა იმაზე, რომ კობაიაშის ნამუშევრები ბევრ ადამიანს ენახა. ნამუშევრები ორგანზომილებიანი ილუსტრაციების გარდა პოპ-აპ ნახატებსაც მოიცავს. 

2020 წლის იანვარში ხელოვანის დებიუტი ნიუ-იორკის ხელოვნების ბაზრობაზე შედგა, სადაც მისი ნახატები  3000 აშშ დოლარად იყო შეფასებული.



ორიგინალი: https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.