fbpx

ონლაინ პლატფორმები, რომლებიც უფასო ფილმებს გვთავაზობენ


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ხაზარაძე / 1991 Productions

პანდემიამ კინომოყვარულებს, შეიძლება ითქვას, საჩუქარი გაუკეთა – შეგიძლიათ უფასოდ უყუროთ  ძალიან საინტერესო ფილმებს. გთავაზობთ ჩვენთვის საყვარელ ონლაინ პლატფორმებს, რომლებმაც კორონავირუსის პერიოდში თავისი ფილმები უფასო გახადეს. 

Cineteca Milano

(მილანის კინოარქივი)  ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გაასაჯაროვა  თავისი არქივები. გამომცემლობა Le Figaro-ს მიხედვით, ადამიანების რეგისტრაციის რიცხვი 300-დან 19 000-მდე გაიზარდა გამოცხადებიან ოთხ დღეში. საიტზე რეგისტრაცია იტალიურად უნდა გაიაროთ, თუმცა ეს პროცესი ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციას. თქვენ აქ საოცარ ადრეულ იტალიურ და ფრანგულ ფილმებს აღმოაჩენთ. მაგალითად,  Augusto Genina-ს 1930 წლის ფილმს Prix de Beauté. 

 

BFI – ბრიტანული კინოს ინსტიტუტი

ჩემი სტუდენტობის პერიოდის საყვარელი ადგილი, ასევე გვთავაზობს უფასო ონლაინ წვდომას მათ არქივებში არსებულ მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებზე. თუ მათი ყოველთვიური გამომწერი გახდებით, ახალ ფილმებზეც მიიღებთ წვდომას, მათ შორის ლევან აკინის ფილმზე ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ბრიტანეთის ეკრანებზე. 

 

Festival Scope

არის პლატფორმა, რომელიც კინოინდუსტრიისთვის ბოლო 5 წლის მანძილზე გახდა მნიშვნელოვანი. ის სხვადასხვა ფესტივალებთან თანამშრომლობს, იქ წარმოდგენილ ნამუშევრებში ახალი ნიჭის აღმოჩენას და დამოუკიდებელი ფილმების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამჯერად გვთავაზობენ შემდეგი კინოფესტივალების ფილმებს: Torino Film Lab და Cinema du Reel. ყველა ფილმს აქვს ინგლისური სუბტიტრები და მათი უფასოდ ნახვა 5 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი. აქ იპოვით არგენტინელი რეჟისორის, პაბლო აგუეროს ფილმს Eva doesn’t Sleep. 

 

IDFA

IDFA, როგორც ბევრისთვისაა ცნობილი მსოფლიოში ყველაზე დიდი დოკუმენტური ფილმების ფესტივალია, რომელიც 1988 წლიდან ყოველწლიურად იმართება ამსტერდამში. ფესტივალი თავისი კოლექციიდან 200-მდე ფილმის უფასოდ ნახვის საშუალებას სთავაზობს საერთაშორისო მაყურებელს.

 

HBO

უფრო კომერციული ნამუშევრებისთვის კი HBO 500 საათის უფასო ყურების საშუალებას გვაძლევს. აქ იპოვით ისეთ სერიალებს, როგორებიცაა: The Sopranos, Veep, Succession,Six Feet Under, The Wire, Silicon Valley and Ballers, Barry, True Blood. ამ საპილოტო პროგრამას HBO.com-ის პირველივე გვერდზე იპოვით. რა ჯობია ორიგინალ ენაზე კარგ ხარისხში ფილმების ყურებას?! 

 

MUBI

MUBI – ჩემი ერთ ერთი საყვარელი გვერდია, სადაც მხოლოდ კინოკლასიკის ყურებაა შესაძლებელი. მუბის გუნდი ყოველდღე ახალ “კლასიკას” აქვეყნებს საიტზე, რომლის სანახავადაც მაყურებელს 30 დღე ეძლევა. ასევე ეს პლატფორმა ყოველდღიურად Live რეჟიმში აჩვენებს ფილმებს. მაგალითად, ამწუთას იაპონელი რეჟისორის, Shin’ichiroô Ueda-ს One Cut of the Dead გადის. აქ ფილმები ქვეყნების მიხედვითაა დაყოფილი, რაც ძიებასაც გაგიადვილებთ. ეს პლატფორმა 7-დღიან უფასო პაკეტს გთავაზობთ, რომელიც სურვილის შემთხვევაში ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ გააუქმოთ. მუბიზე რომ დარეგისტრირდეთ, თვიურად 11 დოლარის გადახადა მოგიწევთ.  

#დარჩისახლში და ისიამოვნე ფილმების ყურებით <3

#ანახაზარაძე #1991ფროდაქშენს


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.