fbpx

კვლევა და ციფრები – რამდენად უფრო მომაკვდინებელია კორონავირუსი სეზონურ გრიპთან შედარებით – CNN


გააზიარე სტატია

რამდენი ადამიანი იღუპება კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ? ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი წინასწარ ნავარაუდებზე ნაკლები, მაგრამ გრიპით გარდაცვლილთა მაჩვენებელზე მეტია.

კვლევამ, რომელიც  სამედიცინო ჟურნალ The Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ ვირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 0,66% გარდაიცვლება.

კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც ადრე შეფასებულზე ნაკლებია, ითვალისწინებს პოტენციურად უფრო მსუბუქ შემთხვევებს, რომლებიც ხშირად დიაგნოზირებული არ არის – მაგრამ ეს მაინც ბევრად აღემატება გრიპის შედეგად დაღუპული ადამიანების 0,1% -ს.

მაშინ, როდესაც აღმოუჩენელი ინფექციები მხედველობაში მიღებული არ არის, კვლევის თანახმად, კორონავირუსის სიკვდილიანობა 1.38% იყო, რაც ადრეულ რეპორტებს უფრო შეესაბამება. მაგალითად, მარტის დასაწყისში ექიმმა  ენტონი ფაუსიმ, აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, განაცხადა: “თუ მათემატიკურად ანგარიშობთ, მაშინ მათემატიკურად 2%-ია”. ამის მიუხედავად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიცხვი შეიძლება შემცირდეს. “როგორც ჯგუფი, ეს მთლიანად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა არის ასიმპტომური შემთხვევების ფაქტორი”.

ეს იმიტომ ხდება, რომ სიკვდილიანობა ჩვეულებრივ განიხილება კორონავირუსის იმ შემთხვევებიდან, რომლებიც უფრო მძიმეა და, ამრიგად, ჯანდაცვის მუშაკების ყურადღების ცენტრშია. ასიმპტომური ან სუსტი შემთხვევები ყოველთვის შეიძლება არ იყოს დათვლილი. 

ამ კვლევაში მკვლევრებმა სცადეს ნამდვილი “ინფექციური ფატალურობის მაჩვენებელი” შეეფასებინათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინფიცირებული ყველა ადამიანიდან – და არა მხოლოდ იმ პაციენტებიდან, რომლებიც ტესტირებას საჭიროებენ – რამდენი ადამიანი დაიღუპება?

ამის გასარკევად მკვლევარებმა დააკვირდნენ, თუ რამდენად ფართოდ იყო გავრცელებული ინფექციები იმ ხალხს შორის, რომლებიც ჩინეთის ქალაქ უჰანიდან თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ.

კვლევის თანახმად, ამ ადამიანებმა გაიარეს PCR ტესტები – ტესტის სახეობა, რომელიც შეძლებს იმის იდენტიფიცირებას, თუ რამდენი მოგზაური ატარებდა ვირუსს მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ ჰქონდათ. “ინფექციის გავრცელების” შესახებ მონაცემები მკვლევრებმა დაფიქსირებული შემთხვევებისა და დაღუპულების მაჩვენებლებთან გააერთიანეს და სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის შეფასება დაახლოებით 1%-ის ⅔-ია.

თუმცა, ეს რიცხვი გაიზარდა ხანდაზმულ ადამიანებში და ამ შეფასებით, 80 წლის და უფროსი ასაკის დაახლოებით 7.8%, სავარაუდოდ, გარდაიცვალა ინფიცირების შემდეგ. სიკვდილიანობა იშვიათი იყო 9 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, ფატალურობის მაჩვენებლით – 0.00161%.

კვლევის თანახმად, 40 წელზე უფროსი ასაკის ჯგუფისთვის სიკვდილიანობა არასდროს აღემატებოდა 0.16% -ს. ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად სარისკო ჯგუფია –   1000 ინფიცირებულიდან შესაძლებელია 1-2 გარდაიცვალოს.

“შეიძლება იყოს გარე შემთხვევები, რომლებიც მედიის დიდ ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ ჩვენი ანალიზით ნათლად ჩანს, რომ 50 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე 50 წლამდე პირებისთვის, და შემთხვევების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ფატალური იქნება”. – განაცხადა აზრა განიმ, Imperial College-ს პროფესორმა და კვლევის ავტორმა.

მკვლევრებმა დაათვალიერეს სხვა მონაცემებიც, მათ შორისაა ათობით ათასი შემთხვევა ჩინეთის შიგნით და გარეთ და კორონავირუსით ინფიცირებული Diamond Princess-ის გემზე მყოფი 3711 ადამიანი. დადგინდა, რომ კორონავირუსისგან განსაკურნებლად შესაძლებელია კვირები დაგვჭირდეს, რამაც შეიძლება შექმნას ჯანდაცვის სერვისების პოტენციური დეფიციტი: რაც უფრო მეტი დრო სჭირდება ხალხს გამოსაჯანმრთელებლად, მით უფრო დიდი ხნით დასჭირდებათ მათ საავადმყოფოს რესურსები.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიმპტომების დაწყებიდან საავადმყოფოდან გამოწერამდე საშუალო დრო 25 დღე იყო, თუმცა, შესაძლოა, პაციენტები არ იყვნენ საავადმყოფოში  დაავადების ადრეულ პერიოდში. მათ შორის, ვინც ვირუსს ვერ გაუძლო, სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 18 დღის შემდეგ გარდაიცვალნენ.

კვლევის თანმხლებ სტატიაში, შიგუი რუანი, მაიამის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებლის დადგენა “რეალურ დროში ეპიდემიისას ძალიან რთულია”. მაგრამ, მისი თქმით, იმის გარკვევა, თუ რამდენი ადამიანი იღუპება ვირუსით, მნიშვნელოვანი მონაცემია, რომლის დახმარებითაც მთავრობებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს რეაგირება შეუძლიათ. 

რუანმა, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ფატალურობის დონე ახალგაზრდებისთვის დაბალია, მაგრამ, ამ ვირუსის სეზონურ გრიპთან გაიგივება არასწორია, რადგან ის ბევრად მომაკვდინებელია. 

 

ორიგინალი: https://edition.cnn.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.